
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტობიას ელვუდს და საგარეო პოლიტიკის პარტიათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელს, ლიზა კამერონს შეხვდნენ. შეხვედრა ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში. განხილვის მთავარ საკითხებს შავი ზღვის რეგიონში…