
სურსათის სააგენტო – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტო, ბრუცელოზის დაავადებაზე ზედამხედველობის მიზნით, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის სისხლის ნიმუშების კვლევასა (სერომონიტორინგი) და პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, დაავადებაზე ეპიდემიოლოგიური მოკვლევა როგორც ცხოველის ბრუცელოზით დაავადების საეჭვო ან დადასტურებული შეტყობინების, ასევე ადამიანის ბრუცელოზით დაავადების დაფიქსირების შემდგომ ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში (ურაველი, ხერთვისი, სახუდაბელი,…