ახალციხეში მეორე საჯარო სკოლისკენ მიმავალი კიბეების ნაწილი დაზიანებულია. როგორც ფოტოებზე ხედავთ, კიბეების საფეხურები ჩამოინგრა, გაიბზარა და დაშორდა ერთმანეთს.
როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, კიბეებზე ასვლა სახიფათოა. მათ ეშინიათ, რომ საფეხურები შეიძლება მთლიანად დაიშალოს.
პრობლემის შესახებ ახალციხის მერიაში იციან და როგორც გვამცნობენ, კიბის ჩამონგრევა გასულ კვირას ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, AIP ახალციხის სერვის ჯგუფის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ და უახლოეს დღეებში გეგმავენ კიბის შეკეთებას. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, AIP სერვის ჯგუფისთვის, სადაც 170-მდე ადამიანია დასაქმებული, 2,5 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.