
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან განიხილა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, შალვა პაპუაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრობის გზაზე…