
აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა სოფელ სარუშენის მიდამოებში მომუშავე კომბაინს 60 მმ-იანი ნაღმტყორცნით
23 ივლისს დილის 10:00 საათიდან 12:50 საათამდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წყვეტილი ცეცხლი გაუხსნეს სოფელ სარუშენში მომუშავე კომბაინს მცირე იარაღისა და 60 მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით. ამის შესახებ არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან და აღნიშნეს, რომ სომხურ მხარეს მსხვერპლი არ ჰყოლია. წყაროს ცნობით, დარღვევების შესახებ ინფორმირებული იყო რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლობა.