
სომხეთში სომხეთ-ამერიკული წვრთნები დაიწყო
საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადების ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები – Eagle Partner 2023 დაიწყო. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს. უწყების ცნობით, წვრთნები სასწავლო ცენტრის „ზარ“-ის ტერიტორიაზე ტარდება და მიზანს სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენს. „წვრთნების მიზანი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა, მართვისა და…