Headlines
2021 წელი აგვისტოდან სომხეთს მთიან ყარაბაღში არ ჰყავს ჯარი – ფაშინიანი

2021 წელი აგვისტოდან სომხეთს მთიან ყარაბაღში არ ჰყავს ჯარი – ფაშინიანი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, მთიან ყარაბაღში არმია არ გვყოლია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენებზე პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. „ცოტა ხნის წინ მთიანი ყარაბაღის  ოფიციალური საინფორმაციო გვერდებიდან შევიტყვეთ, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სომხეთი არ მონაწილეობდა ამ ტექსტის…

Read More
ევროპარლამენტმა მოუწოდაევროკავშირის საბჭოს დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ

ევროპარლამენტმა მოუწოდაევროკავშირის საბჭოს დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს განიხილოს სანქციების დაწესება აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ არცახში სამხედრო მოქმედებების გამო.

Read More
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს. „სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რეკორდული მატება აღინიშნება, კერძოდ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის…

Read More
სომხეთში სომხეთ-ამერიკული წვრთნები დაიწყო

სომხეთში სომხეთ-ამერიკული წვრთნები დაიწყო

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადების ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები – Eagle Partner 2023 დაიწყო. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს. უწყების ცნობით, წვრთნები სასწავლო ცენტრის „ზარ“-ის ტერიტორიაზე ტარდება და მიზანს სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენს. „წვრთნების მიზანი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა, მართვისა და…

Read More
სომხეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა თავის X მიკრობლოგში დაწერა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტის შედეგები წარმოადგინა. არარატ მირზოიანის ოფიციალური ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში აღინიშნა სომხეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების…

Read More
აზერბაიჯანის უსაფუძვლო ბრალდებებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

აზერბაიჯანის უსაფუძვლო ბრალდებებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლის შემდეგ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელების და მედიის აზერბაიჯანელმა მომხმარებლებმა თავად გამოაქვეყნეს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან და მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზთან აზერბაიჯანული ჯარების დაგროვებაზე, რასაც სხვა წყაროებიც ადასტურებენ. აზერბაიჯანის დეპარტამენტმა, თავის…

Read More
სომხეთი და შეერთებული შტატები მალე ერთობლივ წვრთნებს გამართავენ

სომხეთი და შეერთებული შტატები მალე ერთობლივ წვრთნებს გამართავენ

,,სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ,,Eagle Partner 2023” მანევრები 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადის ,,ზარ”-ის სასწავლო ცენტრში გაიმართება. მათი ამოცანაა მოემზადონ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის,”- ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოთხშაბათს, 6 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. “წვრთნები მოიცავს ოპერაციებს კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის სამშვიდობო ამოცანების განხორციელების პროცესში”, – განაცხადა ერევანმა. ამ…

Read More
ბორჯომის მერია – ბორჯომში, სოფელ სადგერიდან გოგირდის აბანოებამდე ჩასასვლელი საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მერია – ბორჯომში, სოფელ სადგერიდან გოგირდის აბანოებამდე ჩასასვლელი საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში, სოფელ სადგერიდან გოგირდის აბანოებამდე ჩასასვლელი საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 450 მეტრზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, ბაზალტის ქვის კიბეები და მოაჯირები. „დამონტაჟდება ნაგვის ურნები, საინფორმაციო ბანერები და უსადენო სანათები. ასევე, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები სადაც განთავსდება მაგიდა და სკამები. პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 102 500 ლარს შეადგენს. სამუშაოებს…

Read More
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანნალენა ბურბოკმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ვითარება შედის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც ესპანეთის ქალაქ ტოლედოში იმართება. „ჩვენ ასევე შევიტანეთ მთიანი ყარაბაღის ვითარება ჩემს ფრანგ კოლეგასთან კატრინ კოლონასთან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში. იქ მოსახლეობის მდგომარეობა კატასტროფულია. სასწრაფო მოწოდებით მივმართავთ აზერბაიჯანს და რუსეთს. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ საბოლოოდ უნდა მიიღოს ის,…

Read More
სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, შარლ აზნაურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, შარლ აზნაურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი შანსონიეს, შარლ აზნაურისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ოქტომბერს, ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში არფი ალტოს (არფინე…

Read More
9 აგვისტოს სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე მანუელ ალბარეს ბუენოსთან

9 აგვისტოს სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე მანუელ ალბარეს ბუენოსთან

მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში განვითარებული ჰუმანიტარული კრიზისი და მისი უკიდურესად უარყოფითი შედეგები მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა 15 ივნისიდან მთიანი ყარაბაღის სრული ბლოკადის შედეგად მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების – 30 000 ბავშვის, 20 000 მოხუცისა და 9 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სიტუაციის სიმძიმესა და საჭირო სამედიცინო დახმარების…

Read More
აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა სოფელ სარუშენის მიდამოებში მომუშავე კომბაინს  60 მმ-იანი ნაღმტყორცნით

აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა სოფელ სარუშენის მიდამოებში მომუშავე კომბაინს 60 მმ-იანი ნაღმტყორცნით

23 ივლისს დილის 10:00 საათიდან 12:50 საათამდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წყვეტილი ცეცხლი გაუხსნეს სოფელ სარუშენში მომუშავე კომბაინს მცირე იარაღისა და 60 მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით. ამის შესახებ  არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან და აღნიშნეს, რომ სომხურ მხარეს მსხვერპლი არ ჰყოლია. წყაროს ცნობით, დარღვევების შესახებ ინფორმირებული იყო რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლობა.

Read More
აზერბაიჯანის ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე – ბორელი

აზერბაიჯანის ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე – ბორელი

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობაზე არსებული სერიოზული ჰუმანიტარული სიტუაციით. ლაჩინის დერეფანზე მოძრაობა შვიდ თვეზე მეტია შეფერხებულია, მიუხედავად  საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებისა მისი ხელახლა გახსნის შესახებ. მედიკამენტები და პირველადი საქონელი არ არის საკმარისი ან უკვე ამოიწურა, რაც სერიოზულ შედეგებს იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაზე. აზერბაიჯანის ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება ლაჩინის დერეფანზე…

Read More
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა იწვევს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის განადგურებას

ლაჩინის დერეფნის ბლოკადა იწვევს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის განადგურებას

„აზერბაიჯანის მიერ გზის ბლოკადა ათიათასობით ადამიანს ტოვებს საკვების, საწვავისა და მედიკამენტების გარეშე“, „შუქის, გაზისა და მედიკამენტების გარეშე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკუთარ სახლში. როგორ ცხოვრობს მთიანი ყარაბაღი ბლოკადაში?“, „ყარაბაღის დაცლა სომეხი მოსახლეობისგან? სომხეთის საზღვარზე არსებული საგუშაგო პუნქტი ეჭვქვეშ აყენებს სომხების მომავალს აზერბაიჯანში“… ეს სათაურები უნებლიეთ გვახსენებს ნაცისტურ გერმანიაში შექმნილ ებრაულ გეტოებს და მათ მიმართ ნაცისტების დამოკიდებულებას….

Read More
ავტო საგზაო შემთხვევა ახალქალაქში

ავტო საგზაო შემთხვევა ახალქალაქში

დღეს, 21 ივლისს, ახალქალაქის ციხესიმაგრესთან მთავარი გზის მოსახვევებში მსუბუქი  ავტომობილი სატვირთოს ქვეშ შეძვრა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ.  მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება,მსუბუქი ავტომობილი საგრძნობლად დაზიანდა .

Read More
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის შემადგენლობაში არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე. „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, არტაშეს თუმანიანსა და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს,…

Read More
შალვა პაპუაშვილი – სასიხარულო სიახლე – დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, ორ ქვეყანას შორის გადაადგილება, პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ

შალვა პაპუაშვილი – სასიხარულო სიახლე – დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, ორ ქვეყანას შორის გადაადგილება, პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საქართველოსა და სომხეთს შორის ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გამოყენებით საზღვრის კვეთის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება. როგორც პაპუაშვილი წერს ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც მოქალაქეებს უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს. „სასიხარულო სიახლე! დღეიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, ორ ქვეყანას შორის გადაადგილება, პირადობის მოწმობის გამოყენებით შეეძლებათ. ახალი სისტემა ჩაანაცვლებს პასპორტით მოგზაურობის სისტემას, რაც…

Read More
ბორჯომში „ათონელობა 2023“ აღნიშნეს

ბორჯომში „ათონელობა 2023“ აღნიშნეს

ბორჯომში „ათონელობა 2023“ აღნიშნეს. სოფელ ტაძრისში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი, მოადგილე, გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ კიკნაძე და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ. „ღონისძიება სპორტული…

Read More
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან განიხილა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, შალვა პაპუაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრობის გზაზე…

Read More
საქართველო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა

საქართველო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა

საქართველო, 2 წლის ვადით (2023 წლის 7 ივლისიდან – 2025 წლის 30 ივნისამდე), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრად აირჩიეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. მათი ინფორმაციით, კონფერენცია რომში, 2023 წლის 1-7 ივლისს გაიმართა. „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭო შედგება…

Read More
„ქართულმა ოცნებამ“ წალკასა და თეთრიწყაროში ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩია

„ქართულმა ოცნებამ“ წალკასა და თეთრიწყაროში ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩია

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში გრძელდება. პარტიის ინფორმაციით, წალკასა და თეთრიწყაროში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს ორგანიზაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური უხელმძღვანელებს; წალკის ორგანიზაციას – წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე. 4 ივლისს, პარტიული კონფერენციები რუსთავსა და გარდაბანში ჩატარდა.

Read More
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება. ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს. დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების…

Read More
სერობ ჰარუთუნიანი და გევორქ სარქისიანი ახალციხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ

სერობ ჰარუთუნიანი და გევორქ სარქისიანი ახალციხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს ახალციხის საპატიო წოდება მიენიჭა შემდეგ მოქალაქეებს. სერობ ჰარუთუნიან – ტექნოლოგი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი;  გევორქ სარქისიან – ვეტერანი სპორტსმენი, ფიზკულტურის მასწავლებელი, საქართველოს ჩემპიონი მძლეოსნობაში;  ნადეჟდა სოკოლოვა – ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ცენტრის“ დამლაგებელი;  ლევან წამალაიძე – ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის ჯეოჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების გამგე; გიორგი ბუცხრიკიძე – ეკონომიკის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის…

Read More
28-29 ივნისს ხაშური-აწყურის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

28-29 ივნისს ხაშური-აწყურის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ51-კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება…

Read More
ქვეყნის ცხრა ქალაქი შაბათ-კვირას „მუსიკალურ საღამოებს” უმასპინძლებს

ქვეყნის ცხრა ქალაქი შაბათ-კვირას „მუსიკალურ საღამოებს” უმასპინძლებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონებში „მუსიკალური საღამოები“გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებებს 24 ივნისს თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, ფოთის და ბათუმის მუნიციპალიტეტები, ხოლო 25 ივნისს ახალქალაქის, ყვარლის, ლანჩხუთის და შუახევის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ. “მუსიკალური საღამოების” ფარგლებში, რომელიც ყველა ქალაქში 19:00 საათიდან დაიწყება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში. დღის ბოლოს კი საღამო თბილისიდან მიწვეული…

Read More
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ხანძრების პრევენციის მიმართულებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გაძლიერებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური ანძა და კამერები დამონტაჟდება, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავდება, რაც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის…

Read More
როდის შეაკეთებენ ახალციხეში N2 საჯარო სკოლისკენ  მიმავალ დაზიანებულ კიბეებს?

როდის შეაკეთებენ ახალციხეში N2 საჯარო სკოლისკენ მიმავალ დაზიანებულ კიბეებს?

ახალციხეში მეორე  საჯარო  სკოლისკენ მიმავალი კიბეების ნაწილი დაზიანებულია. როგორც ფოტოებზე ხედავთ, კიბეების საფეხურები ჩამოინგრა, გაიბზარა და დაშორდა ერთმანეთს. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, კიბეებზე ასვლა სახიფათოა. მათ ეშინიათ, რომ საფეხურები შეიძლება მთლიანად დაიშალოს. პრობლემის შესახებ ახალციხის მერიაში იციან და როგორც გვამცნობენ, კიბის ჩამონგრევა გასულ კვირას ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, AIP ახალციხის სერვის ჯგუფის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ…

Read More
ახალციხეში პარკი, რომელიც ჯერ არ არის გახსნილი, უკვე დაზიანებულია

ახალციხეში პარკი, რომელიც ჯერ არ არის გახსნილი, უკვე დაზიანებულია

ახალციხეში რუსთაველის ქუჩა N124-ში მდებარე პარკი, რომელიც ჯერ არ გახსნილა, უკვე დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებულია საბავშვო მოედნების ხალიჩა და ა.შ. პლინტუსები. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, სახიფათოა საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა. მაღალი ბალახის გამო გველების არსებობაზეც საუბრობენ. ციტატა: “ჩემმა ძმამ ორი გველი დაინახა”, – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტში აღნიშნეს, „არალიმ“ პარკის მშენებლობაზე…

Read More
ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. როგორც მან  განაცხადა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, სასუნთქ აპარატზეა, მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე. მოლოდინებზე თქმა ძალიან მიჭირს, დადებითი დინამიკა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ქაშიბაძემ. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორფოლოს…

Read More
თავდაცვის სამინისტრო – ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკს მეხი დაეცა – პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება

თავდაცვის სამინისტრო – ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკს მეხი დაეცა – პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება

ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყონებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება. „პაციენტის მდგომარეობა ამ…

Read More