რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შვეიცარიული მხარის ინიციატივით გაიმართა.
სერგეი ლავროვმა და იგნასიო კასისმა განიხილეს ეუთოს ირგვლივ არსებული ვითარება და ორგანიზაციის შემდგომი დეგრადაციის თავიდან აცილების ვარიანტები.
დღის წესრიგში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იყო. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობას.
„მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მოსკოვი არ მიიღებს ვლადიმერ ზელენსკის რეზოლუციის საფუძველზე მოგვარების პერსპექტივას, რასაც, კერძოდ, შვეიცარია უჭერს მხარს.
დიპლომატები შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე.