Headlines

ახალციხეში კინოკლუბის მშენებლობა იგეგმება

ახალციხეში კინოკლუბის მშენებლობა იგეგმება

ახალციხეში რუსთაველის 124-ში კინოკლუბის შენობის დანგრევა და მის ადგილას ახლის აშენება იგეგმება – ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კინოთეატრის მშენებლობა 1 წელზე მეტხანს გაგრძელდება.

კერძოდ, პირველ ეტაპზე ყოფილი საბჭოთა მესაზღვრეებისთვის აშენებული კინოთეატრის დემონტაჟი 65 ათას ლარად იგეგმება, ვინაიდან მერია აცხადებს, რომ შენობა ავარიულია.

მეორე სახელმწიფო შესყიდვა კინოკლუბისა და მედიათეკის მშენებლობას ეხება, რისთვისაც 5 მილიონამდეა გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხის 16%-ს სახელმწიფო, 84%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.