Headlines

როგორია ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილის ინფრასტრუქტურა?

როგორია ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილის ინფრასტრუქტურა?

ახალციხის რაბათის  ციხე, რომელიც უკვე 14 წელია ახალციხის სავიზიტო ბარათია,  განახლებული შესასვლელი საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარია, უცხოელებისათვის კი 20 ლარი.

თუმცა ამ სტატიაში ამ ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისკენ მიმავალ დაზიანებულ გზაზე მოგიყვებით. ახალციხის ციხემდე მისვლამდე ხიდის ქვეშ გაივლით და  რაბათის დასახლებაში შეხვალთ. ხიდთან დაზიანებული გზა რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია.

ახალციხის ციხესთან მიმავალი გზაზე ნახავთ დაზიანებულ ასფალტს, ღრმულებს და დაზიანებულ ტროტუარებს.

გარდა ამისა, ახალციხის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ კომპლექსთან გარე განათების ნაწილი დაზიანებულია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ნათურებს პერიოდულად ცვლიან, მაგრამ მაინც ფუჭდება.

როდის და რა დაჯდება გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის შეკეთება? – კითხვებით ახალციხის მერიას დავუკავშირდით და პასუხს ველოდებით.

გაცნობებთ, რომ გასულ წელს ახალციხის ციხეს 127 978 ტურისტი ეწვია. საქართველოს მოქალაქეები: 70 602, უცხოელები: 57 376.