Headlines
ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე პროცესს ადგილზე კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია „გუჯარულასა“ და „სადგერის“ სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია,…

Read More
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II-ის“ ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა – საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR). სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სოფელ მოხეში მდებარე ჩანჩქერების კასკადს ახალი საფეხმავლო ბილიკიც დაემატა. ამასთან, ინფორმაციის…

Read More
ახალციხეში  იგეგმება მრავალი წლის წინ დაზიანებული სტადიონის რეაბილიტაცია  – ტენდერი

ახალციხეში იგეგმება მრავალი წლის წინ დაზიანებული სტადიონის რეაბილიტაცია – ტენდერი

ახალციხეში, კოსტავას ქუჩა N75-ში მინი-სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. სპორტული მოედანი მრავალი წელია საჭიროებს შეკეთებას. მიუხედავად დანგრეული ინფრასტრუქტურისა, ბავშვები მაინც თამაშობენ ამ მოედანზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მინი-სტადიონის რეაბილიტაციისთვის 200 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღობის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ახლით შეცვლა იგეგმება. ასევე კალათბურთის და ფეხბურთის…

Read More
თურქული წარმოების, იაფი წამლებიდან „ფარმადეპოში“ 32 დასახელების, „ავერსში“ – 8 სახეობის, „პსპ“-სა და „ფარმსახლში“ კი ამ ეტაპზე თითო დასახელების მედიკამენტი იყიდება

თურქული წარმოების, იაფი წამლებიდან „ფარმადეპოში“ 32 დასახელების, „ავერსში“ – 8 სახეობის, „პსპ“-სა და „ფარმსახლში“ კი ამ ეტაპზე თითო დასახელების მედიკამენტი იყიდება

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. აქედან, ყველაზე მეტი, 32 დასახელების მედიკამენტი „ფარმადეპოს“ ქსელში იყიდება. 8 დასახელების მედიკამენტი აქვს „ავერსს“, ხოლო ჯერჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი — „პსპ“-ს და „ფარმსახლს“. მედიკამენტების გაყიდვაში გაშვებას უახლოეს დღეებში გეგმავს „იმპექსიც“. როგორც აღნიშნულ სააფთიაქო ქსელებში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მედიკამენტების რაოდენობის ზრდა, ასევე სააფთიაქო ქსელების…

Read More
შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემომტანი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემომტანი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს/წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის აღსრულება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კვლავ ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც დარღვეულია დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის ვადები და შეუსრულებელია საგადასახადო ვალდებულებები. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს…

Read More
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 732-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 7 947 პირს დაუდასტურდა, 5 550 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 23 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

Read More