„ქართულმა ოცნებამ“ წალკასა და თეთრიწყაროში ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩია

„ქართულმა ოცნებამ“ წალკასა და თეთრიწყაროში ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩია

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში გრძელდება. პარტიის ინფორმაციით, წალკასა და თეთრიწყაროში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს ორგანიზაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური უხელმძღვანელებს; წალკის ორგანიზაციას – წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე. 4 ივლისს, პარტიული კონფერენციები რუსთავსა და გარდაბანში ჩატარდა.

Read More
რუსეთისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთოს ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთოს ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შვეიცარიული მხარის ინიციატივით გაიმართა. სერგეი ლავროვმა და იგნასიო კასისმა განიხილეს ეუთოს ირგვლივ არსებული ვითარება და ორგანიზაციის შემდგომი დეგრადაციის თავიდან აცილების ვარიანტები. დღის წესრიგში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იყო. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობას. „მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო…

Read More
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციის წევრები: თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ, წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს…

Read More
ოლივერ ვარჰეი – საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

ოლივერ ვარჰეი – საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შეასრულოს. “დღეს ჩავდივარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ და შევისმინეთ. მზად ვართ…

Read More
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვაჰე ღაზარიანმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარგსიანმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „ვადასტურებ, რომ მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა“, – აღნიშნა სარგსიანმა. ამასთან, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა, უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ კარენ ანდრეასიანმა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, სასუნ ხაჩატრიანმა. სომხეთის…

Read More
ნატოს ყოფილი გენერალური  მდივანი აფრთხილებს   აზერბაიჯანის მიერ არცახში ეთნიკური წმენდის საფრთხის შესახებ

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი აფრთხილებს აზერბაიჯანის მიერ არცახში ეთნიკური წმენდის საფრთხის შესახებ

აშკარად არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის პროვოცირებას ახდენს და მეზობელ სომხეთს კვლავ სამხედრო აგრესიით ემუქრება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც “პროექტ სინდიკატის” ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე, მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე და რეგიონში მოვლენების განვითარებაზე. „რადგან რუსეთს არ შეუძლია ან…

Read More
ახალციხეში პირველად გაიმართება შეჯიბრი ,,ფეინთბოლში”

ახალციხეში პირველად გაიმართება შეჯიბრი ,,ფეინთბოლში”

15 აგვისტოს, ახალციხეში ,,ფეინთბოლ”-ის შეჯიბრი გაიმართება, იუწყება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. როგორც მერიაში გვაცნობეს, მსგავსი კონკურსი ქალაქში პირველად იმართება და უკვე არაერთი განაცხადია შემოსული. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-27 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეობის მსურველებმა ახალციხის მერიაში 12 აგვისტომდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

Read More
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები იყო. როგორც გავრცელებულ…

Read More
COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა: სამედიცინო დაწესებულებები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს პროკურატურის სისტემა; ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში,…

Read More
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა – ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის – ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება. ამ დღეს კიდევ ერთი…

Read More
ირაკლი კობახიძე-საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის მიღწევადია

ირაკლი კობახიძე-საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის მიღწევადია

,,საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის მიღწევადია. ბურთი ბრიუსელის მოედანზეა, კავშირს მეტი მოქნილობა სჭირდება ახალი წევრების მიმართ. ჩვენი ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამის მიზეზი არის არა ქართული პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუ ეს პოლიტიკა…

Read More
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 1-ელ მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „რეგისტრაციის დაწყებამდე გამოსაცდელები უნდა გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ კრებულს – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“. კრებულში მოცემულია 2022…

Read More
„World Vision საქართველო” COVID-19-ით დაზარალებული ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს

„World Vision საქართველო” COVID-19-ით დაზარალებული ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს

„World Vision საქართველომ“ პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გახსნის ღონისძიება გამართა, რომელიც COVID-19 პანდემიით დაზარალებული ჯანმრთელობის და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას საქართველოში ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს. პროექტი „World Vision საქართველოსა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მათივე ცნობით, ბოლო წლებში განსაკუთრებულად დაზარალდა…

Read More
ახალციხის მერია  სოციალურად დაუცველი პირებისთვის პროდუქტის შეძენას გეგმავს

ახალციხის მერია  სოციალურად დაუცველი პირებისთვის პროდუქტის შეძენას გეგმავს

ახალციხის მერია, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახებისთვის, ზეთის, ფქვილის, შაქრის, მაკარონის, წიწიბურის შეძენას გეგმავს. მომსახურებისთვის  ტენდერი უკვე 5 ეტაპად  გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. 242 ტომარა 25 კილოგრამიანი ფქვილი, 242 ერთეული ხუთ ლიტრიანი ზეთი, 1210 კგ მაკარონი, 726 კგ შაქარი, 484 კგ წიწიბურა – ამ რაოდენობის პროდუქტის  შესყიდვას…

Read More
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი გრძელდება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://directors.mes.gov.ge აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ…

Read More
გიორგი ამილახვარი – იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა – ეს სწორად არ მიმაჩნია

გიორგი ამილახვარი – იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა – ეს სწორად არ მიმაჩნია

იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა. ეს სწორად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, გამოწვევებია მეთორმეტე კლასში, მათ შორის, საგნობრივ ბადეშიც. „რაც შეეხება 11 კლასს, ალბათ, არ ღირს…

Read More
არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები განიხილეს

არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები განიხილეს

14 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. როგორც  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, მინისტრი მირზოიანი შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს. თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები, ასევე კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული ერთობლივი მუშაობა. წყაროს ცნობით, მინისტრმა…

Read More
დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაში, სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე…

Read More
სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი – სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი – სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია

ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის. მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა…

Read More
კანადა ღრმად  შეშფოთებულია  ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს შექმნის გამო

კანადა ღრმად შეშფოთებულია ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს შექმნის გამო

კანადა ღრმად  შეშფოთებულია ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მიერ საგუშაგოს შექმნის გამო ,  რომელიც არის ერთადერთი სახმელეთო კავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რეგიონს შორის. ეს ქმედება აშკარად ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და სტაბილურობას მთელს რეგიონში. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას განაახლოს ლაჩინის დერეფანი. ის უნდა დარჩეს ღია და შეუფერხებელი, რათა უზრუნველყოს ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების თავისუფლება. კანადა მოუწოდებს ორივე…

Read More
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილია 11 მილიონ ლარამდე – 2022 წლის ბიუჯეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილია 11 მილიონ ლარამდე – 2022 წლის ბიუჯეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2022 წელს გეგმავს გამოყოფოს 10 მილიონ ლარამდე საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის, გარე განათებისთვის, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და ქუჩების დასუფთავებისთვის – ეს ხარჯები 2022 წლის ბიუჯეტშია ასახული. ბიუჯეტის საბუთის მიხედვით, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 300 000 ლარზე მეტის გამოყოფა. მერია წყლისა და კანალიზაციისთვის 600 000 ლარამდე დახარჯვას გეგმავს. გარე განათებისთვის 200 000 ლარზე მეტია…

Read More
Ախալքալաքի մշակույթի տան վերանորոգումը շարունակվում է

ახალქალაქის კულტურის სახლის რემონტი გრძელდება

ახალქალაქის კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის სრული რემონტი გრძელდება. ფანჯრები და კარებები მთლიანად შეცვლილია. ძველი  ფანჯრების ნაცვლად ახალი, თანამედროვე ფანჯრებია დამონტაჟებული. სრულად განახლდება სველი წერტილები, განათება და ჭერი. ბიბლიოთეკაში ასევე მიმდინარეობს ოთახების რემონტი და კოსმეტიკური რემონტი. შენობას ექნება ახალი საკონცერტო დარბაზი, რომელიც 100 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სარემონტო სამუშაოებს ორგანიზაცია „აბული“ ახორციელებს. თანამშრომლები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. რემონტს…

Read More
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა. „გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სოფელ ანდეზიტში, შიდა ჩიხების მოასფალტებას. ჯამში, დასახლებაში გზის საფარის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა. ანდეზიტში გზის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს „ბილტმორი“ ასრულებს. საგზაო ინფრასტრუქტურის…

Read More
სტუდენტებმა დისტანციური სწავლების წინააღმდეგ აქცია გამართეს

სტუდენტებმა დისტანციური სწავლების წინააღმდეგ აქცია გამართეს

“უნივერსიტეტი სტუდენტებს” – ამ ლოზუნგით თსუ-ს სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დისტანციური სწავლების წინააღმდეგ აქცია გამართეს. სტუდენტები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებას და ხარისხიანი განათლების მიღებას მოითხოვდნენ. სტუდენტების განცხადებით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე, რექტორთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხების გაცემა იყო. სტუდენტების განცხადებით, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, უნივერსიტეტმა ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სტუდენტებს ხარისხიანი,…

Read More
საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა

პარლამენტში საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის კულტურის, სოციალურ-ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე დადებითად…

Read More
მინაძეში სპორტული მოედნის აშენება იგეგმება

მინაძეში სპორტული მოედნის აშენება იგეგმება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში უნდა აშენდეს სპორტული მოედანი  450 კვ. , რისთვისაც მერია 90 ათას ლარამდე დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია სპორტული მოედნის აშენება და საფეხბურთო და საკალათბურთო კარებითა და განათებით აღჭურვა. მერიიდან გვამცნობენ, რომ ამისთვის თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. შემოთავაზებები მიიღება 24-27 მარტს. აქ,…

Read More
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება პარიზში გამართულ ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება პარიზში გამართულ ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარიზში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ მის ქვეყანას მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და იცავს ნეიტრალიტეტს. „ჩვენ 100%-ით ნეიტრალური ვართ და ამ სიტუაციაში მხარეს ვერ დავიჭერთ. ჩემმა მეგობარმა ნიკოლ ფაშინიანმა კარგად იცის ჩვენი პოზიცია. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს მეგობარ ილჰამ ალიევზე. ჩვენი თავდაცვის მექანიზმები – ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებელი პოზიცია – ძალიან მნიშვნელოვანია…

Read More
მე-13 ლეგიონის ბრძოლაში ახალციხელმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაიმარჯვეს

მე-13 ლეგიონის ბრძოლაში ახალციხელმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაიმარჯვეს

ახალციხის ციხეზე გაიმართა შერეული საბრძოლო ხელოვნებისა და გრეპლინგის ტურნირი მე-13 ლეგიონისა და ორგანიზაცია „გრომ უნივერსალური ბრძოლის“ ორგანიზებით. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ახალციხელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის  გაიმარჯვეს რუდიკ ვირაბიანმა, ჰარუთ თოროსიანმა და ლევან გოგოლაძემ.

Read More
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თარიღები ცნობილია

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თარიღები ცნობილია

რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. ნინო წერეთლის თქმით, აუცილებელია რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა შეძლონ. რაც…

Read More
ახალციხეში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ახალციხეში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ახალგაზრდული ფორუმი, მასტერკლასი სამაგიდო თამაშებზე, გამოფენის ინსტალაცია: „ახალგაზრდობა სოციალური ცვლილებისთვის“, ფერების ფესტივალი – დღეს ახალციხე მასპინძლობს ღონისძიებებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. გაეროს ინიციატივით მსოფლიო 1999 წლიდან ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღნიშნავს ამ თარიღს. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, ღონისძიება გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოეწყო. მათივე ინფორმაციით, მერიამ დღევანდელი ღონისძიებისთვის 9000 ლარი გამოყო. ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

Read More