Headlines
ახალქალაქი-კარწახის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Read More
სომხეთის მოწინააღმდეგე,  საფრანგეთის მოწინააღმდეგეა

სომხეთის მოწინააღმდეგე, საფრანგეთის მოწინააღმდეგეა

სომხეთის მოწინააღმდეგები  საფრანგეთის მოწინააღმდეგები არიან, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დაარმანინმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო კომიტეტის ყოველწლიურ ვახშამზე, სადაც მან რესპუბლიკის პრეზიდენტი და მთავრობა წარადგინა. მან პირობა დადო, რომ საფრანგეთი გააგრძელებს არცახის ბლოკადის საკითხის მოგვარებას. „მე მაქვს პატივი წარვადგინო რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყოველწლიურ ვახშამზე (CCAF) ამაღამ, სადაც მე გავიხსენე საფრანგეთის მხარდაჭერა სომხებისადმი“, –…

Read More
აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით: კონსტანტინოს ეფსტატიუ

აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით: კონსტანტინოს ეფსტატიუ

აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად. ამის შესახებ კვიპროსის წარმომადგენელმა კონსტანტინოს ეფსტატიუმ განაცხადა. „როცა საქმე ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრი. ამ შემაშფოთებელმა სიტუაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მყიფე სამშვიდობო პროცესს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველა ვიმსახურებთ უკეთეს მომავალს ევროპაში. ეს არის გენოციდის აქტი….

Read More
ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას სთავაზობს

ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას სთავაზობს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მიუკერძოებლად გამოეხმაურნენ ყარაბაღის გარშემო არსებულ ვითარებას. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის დაკეტილი, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება, სომხური მხარის მტკიცების საწინააღმდეგოდ, არ შეწყვეტილა. „ვფიქრობ, ამ კონფლიქტის მოგვარების დე იურე გზა არის საერთაშორისო ფაქტების…

Read More
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

25 იანვრის 23:00 საათიდან 26 იანვრის 06:00 საათამდე გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 იანვრის 23:00სთ-დან 26 იანვრის 06:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის…

Read More
სულ მალე თბილისის სომხური თეატრი მაყურებელს ახალაშენებულ შენობაში მიიღებს

სულ მალე თბილისის სომხური თეატრი მაყურებელს ახალაშენებულ შენობაში მიიღებს

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი მაყურებელს ახალაშენებულ შენობაში მაისში მიიღებს. ამის შესახებ  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა განაცხადა. „გადავედით ახალ  შენობაში, მიმდინარეობს ინტერიერის მოპირკეთების სამუშაოები. მსახიობები  რეპეტიციებს გადიან, ანუ დასი სახლში დაბრუნდა, გახსნისთვის ვემზადებით, მაისში თუ ვერ მოვახერხეთ, სექტემბერში გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვაქვს  სპექტაკლები, მაგალითად,  ქვემო ქართლში ვითამაშეთ საახალწლო სპექტაკლები, ვემზადებით…

Read More
ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე,ზაზა ვაშაყმაძე, დანიის სამეფოს დანიშნულ ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ დანიის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ზაზა ვაშაყმაძემ დანიელ დიპლომატს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, მისი პროექტებისა და…

Read More
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში

დღეს, 16 იანვარს, ახალქალაქიდან სოფელ დილისკასკენ მიმავალ გზაზე, ქალაქის ციხე-სიმაგრეებთან, სატვირთო მანქანა ამობრუნდა. იგი დაეჯახა BMW X 5 მარკის მსუბუქ ავტომობილს, რამაც მსუბუქი ავტომიბილის მცირე დაზიანება გამოიწვია. ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მუშაობდნენ.

Read More
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები…

Read More
„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა. საპენსიო სააგენტო განმარტავს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მათი ბანკის ყველა მომხმარებელს საკუთარი საპენსიო ანგარიშის ჯამური აქტივების ნახვა მობაილბანკში შეეძლება. „თქვენი დანაზოგი მთავარ გვერდზე უკვე გამოსახულია, ფუნქციონალის ღილაკზე დაჭერისას, კი შეგიძლიათ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა, სადაც თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფოს, დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანებისა…

Read More
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი სომხეთს ეწვევა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი სომხეთს ეწვევა

საფრანგეთის პარლამენტის სპიკერი იელ ბრაუნ-პივე ამ კვირაში სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და პოსტი გაავრცელა. „შობის დღესასწაულებზე ჩემი აზრები მიმართლია ყველა სომეხისაკენ, მათ მე  იმედისა და მშვიდობის სურვილებს ვუგზავნი“, – წერს ბრაუნ-პივე. მან გაამხილა, რომ მასთან ერთად სომხეთს ეწვევიან ვალერი რაბო, ჟან-ლუი ბურლანჟი, ენ ჟენი და ენ-ლორანს პეტელი.

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი – ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერადი დახმარებას, 1000 ლარის ოდენობით

ირაკლი ღარიბაშვილი – ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერადი დახმარებას, 1000 ლარის ოდენობით

ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერად დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება და ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას. „ჩვენ შეძლებისდაგვარად გავზარდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება. 2012 წელს ეს დახმარება ოყო ნული,…

Read More
მეგა ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მზად არის

მეგა ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მზად არის

2020 წელს ექთანი მეგი ბაქრაძის, რომელიც აცრიდან მეორე დღეს გარდაიცვალა, საქმეზე მზად არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა . ჩვენი ინფორმაციით, დასკვნა პროკურატურაშია, თუმცა ოჯახს, მათივე თქმით, ამის შესახებ ჯერ არ ეცნობა. ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხვალ გეგმავს პროკურორთან შეხვედრას, რის შემდეგაც კომენტარს გააკეთებს. ჩვენ გავაგრძელებთ თემაზე მუშაობას.

Read More
პარლამენტი ხვალ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს –  დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარადგენს

პარლამენტი ხვალ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს – დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარადგენს

პარლამენტი, 14 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. ორივე ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს. მომავალ წელს მთავრობა თითქმის 22 მილიარდამდე ლარს დახარჯავს. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ ლარებში 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია. 2023 წლის ბიუჯეტის…

Read More
აზერბაიჯანელების ჯგუფმა დღეს 10:30 საათზე გადაკეტა სტეფანაკერტი-გორისის საავტომობილო გზა: არცახის რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრი

აზერბაიჯანელების ჯგუფმა დღეს 10:30 საათზე გადაკეტა სტეფანაკერტი-გორისის საავტომობილო გზა: არცახის რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრი

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა აზერბაიჯანელმა ჯგუფმა, ისევ ეკოლოგიური მიზეზების გამო, დღეს დაახლოებით 10:30 საათზე სტეფანაკერტი-გორისის საავტომობილო გზა გადაკეტა. ამის შესახებ სრ საინფორმაციო ცენტრი იუწყება. მომხდარის შესახებ სათანადოდ იყო ინფორმირებული არცახში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სამეთაურო შტაბი. აზერბაიჯანული მხარის აგრესიული და დესტრუქციული ქცევის მიუღებლად მიჩნევით, არცახის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები იღებენ ყველა შესაძლო ზომას სიტუაციის მოსაგვარებლად, ინარჩუნებენ კონტაქტს…

Read More
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი გრძელდება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://directors.mes.gov.ge აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ…

Read More
თამარ გაბუნია – სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, უნდა იმართოს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ – თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა

თამარ გაბუნია – სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, უნდა იმართოს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ – თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა

როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა , – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით,…

Read More
ორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფო რწმუნებულმა და მისმა მოადგილეებმა დაათვალიერეს

ორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფო რწმუნებულმა და მისმა მოადგილეებმა დაათვალიერეს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა: დავით ვარდიაშვილმა, შოთა როსტიაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის…

Read More
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 3 წლით გადავადდება

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 3 წლით გადავადდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 3 წლით გადავადდება, რომელიც დღეს არსებული ჩანაწერით 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების საკითხზე განმარტებები გააკეთა. „მინდა დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას აღნიშნული ცვლილებების პროექტის შესახებ. პირველ რიგში, ხდება გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათების გადავადება,…

Read More
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაამტკიცების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაამტკიცების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაამტკიცების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილები შედის, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. მათი ცნობით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მიიღო. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე…

Read More
უკრაინის საელჩომ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის წარმომადგენლებს სამადლობელო სიგელები გადასცა

უკრაინის საელჩომ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის წარმომადგენლებს სამადლობელო სიგელები გადასცა

ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის თავმდომარე ირაკლი კაჭარავა, აღმასრულებელი დირექტორი ანა ჯალაღონია და სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი მარიკა არევაძე საქართველოში უკრაინის საელჩომ სამადლობელო სიგელებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩომ მიმდინარე წელი შეაჯამა და უკრაინის მეგობარ პირებს სამადლობელო სიგელები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში საელჩოს სახელით გამოხატეს მადლიერება უკრაინისათვის მძიმე პერიოდში ქვეყნისა და უკრაინის…

Read More
PSP განცხადებას ავრცელებს

PSP განცხადებას ავრცელებს

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფრომაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს,…

Read More
ქ. ახალციხის N7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იგეგმება ახალი პარკის მოწყობა

ქ. ახალციხის N7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იგეგმება ახალი პარკის მოწყობა

ახალციხის მერიამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, N 7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სათამაშო მოედნისა და ბილიკების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ფინანსდება. პროექტი ითვალისწინებს სათამაშო მოედნისა და ბილიკების მოწყობას. ბილიკები მოასფალტდება, მოეწყობა ბორდიურები. სათამაშო მოედანი, დაფარული რეზინის საფარით. ადგილზე ასევე განთავსდება სკამები. ტენდერის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – ОДКБ-ს დაარსებიდან 30 წლის გასვლის შემდეგ სამწუხაროდ, საიუბილეო განწყობაზე არ ვართ – ამ ორგანიზაციამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ

ნიკოლ ფაშინიანი – ОДКБ-ს დაარსებიდან 30 წლის გასვლის შემდეგ სამწუხაროდ, საიუბილეო განწყობაზე არ ვართ – ამ ორგანიზაციამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრები გაიმართა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა ყურადღება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე გაამახვილა და მწუხარება გამოთქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა სომხეთს ვერ დაეხმარა აზერბაიჯანისგან თავი დაეცვა. „სამწუხაროა, რომ ორგანიზაციაში…

Read More
ხვალ განიხილება ახალციხის 2023 წლის ბიუჯეტი

ხვალ განიხილება ახალციხის 2023 წლის ბიუჯეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით შესაძლოა 2 მილიონი ლარით გაიზარდოს და 28 მილიონ 500 ათასზე მეტი შეადგინოს – მონაცემები მოცემულია  2023 წლის ბიუჯეტის პროექტში. ახალციხის საკრებულო მერიიდან მიღებულ ბიუჯეტის პროექტს ხვალ 17:00 საათზე განიხილავს და შემდგომ დასამტკიცებლად და დასაზუსტებლად მერიას გადაუგზავნის.

Read More
18 ნოემბრიდან ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

18 ნოემბრიდან ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთზე, საჭიროა 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, ყოველ დღეგამოშვებით, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 14:00 საათიდან 18:00 საათამდე. მონაკვეთის ჩაკეტვის…

Read More
ოლივერ ვარჰეი – საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

ოლივერ ვარჰეი – საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შეასრულოს. “დღეს ჩავდივარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ და შევისმინეთ. მზად ვართ…

Read More
ახალციხის ციხეზე გამოფენა მოეწყო

ახალციხის ციხეზე გამოფენა მოეწყო

დღეს ახალცკის ციხის საკონფერენციო დარბაზში „ციტადელში“ მხატვრისა და გრაფიკოსის გიორგი თანდაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელზეც 30-მდე გრაფიკული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. როგორც გიორგი თანდაშვილმა განაცხადა, მომავალ წელს ის ახალციხეს ახალი სამუშაოებითა და ახალი კონცეფციით კვლავ ეწვევა.

Read More
ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – “ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერმა დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია, ალტერნატიულ – სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს….

Read More
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს…

Read More