ასპინძის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ასპინძის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პირი ტყეში იმყოფებოდა. როგორცსასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მისულ ეკიპაჟს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.

Read More
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქის დღესთან დაკავშირებით?

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქის დღესთან დაკავშირებით?

30 ივნისს, ქალაქის დღის საპატივცემულოდ ახალციხეში ახალციხელობის ღონისძიებები გაიმართება. ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება “რაბათის ციხის” ტერიტორიაზე გაიმართება. პროგრამა ასეთია: 10:00 – 12:00 სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში. 15:00 – 17:00 სპორტული და გასართობი თამაშები – ნარდი, ქვები, მკლავჭიდი და ა.შ. 15:00 – 18:00 მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 15:00 – 18:00 ხელოსნების ნამუშევრების…

Read More
მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბანში მდებარე ობიექტები დაბომბა

მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბანში მდებარე ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მდებარე ობიექტები დაბომბა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ შეტევა განახორციელა ლიბანის ტერიტორიიდან, რასაც გარკვეული მატერიალური ზარალი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტა გაანეიტრალა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს არის ისრაელის პირველი ავიაიერიში მას შემდეგ, რაც სირიის საზღვრებზე, მათ შორის მაღლობების ზონაში, რუსეთმა და…

Read More
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა. შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და თავდადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების შეფასებით, საქართველოს საჯარო მოხელეების მიერ შევსებული კითხვარი მაღალი პროფესიონალიზმით იყო შესრულებული….

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ულოცავს

გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქზე“ წერს. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ….

Read More
ქვეყნის ცხრა ქალაქი შაბათ-კვირას „მუსიკალურ საღამოებს” უმასპინძლებს

ქვეყნის ცხრა ქალაქი შაბათ-კვირას „მუსიკალურ საღამოებს” უმასპინძლებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონებში „მუსიკალური საღამოები“გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებებს 24 ივნისს თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, ფოთის და ბათუმის მუნიციპალიტეტები, ხოლო 25 ივნისს ახალქალაქის, ყვარლის, ლანჩხუთის და შუახევის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ. “მუსიკალური საღამოების” ფარგლებში, რომელიც ყველა ქალაქში 19:00 საათიდან დაიწყება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში. დღის ბოლოს კი საღამო თბილისიდან მიწვეული…

Read More
RKhBZ-ის ჯარების მეთაური კირილოვი რიაზანსკის პროსპექტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

RKhBZ-ის ჯარების მეთაური კირილოვი რიაზანსკის პროსპექტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსი იგორ კირილოვი მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა, იტყობინება საგამოძიებო კომიტეტი ტელეგრამის არხზე. „მოსკოვის რიაზანსკის პროსპექტზე აფეთქდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც განთავსებული იყო საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მდგარ სკუტერში, ინციდენტის შედეგად კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ.

Read More
საქართველოში პირველად შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება

საქართველოში პირველად შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება

6 და 7 აპრილს, ეიპიემ ტერმინალს ფოთი უმასპინძლებს შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების მე-2 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას, რომელიც შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეიპიემ ტერმინალსი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო დონის სატრანსპორტო და ლოგისტიკის 10-ზე მეტი ქვეყნის 25 წარმომადგენელი, რომლებიც განიხილავენ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს, რომლებიც მოიცავს…

Read More
სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ (2022-2026 წწ.) პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტი აგრობიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის ხელშეწყობას…

Read More
ოლივერ ვარჰეი – საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

ოლივერ ვარჰეი – საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შეასრულოს. “დღეს ჩავდივარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ და შევისმინეთ. მზად ვართ…

Read More
ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებით მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ბრალდების მხარე ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე გამომძიებელი და “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი…

Read More
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს (CGM) მიიღებენ

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს (CGM) მიიღებენ

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს (CGM) მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა, მონაცემების ასახვისათვის, კალიბრაციას არ ითხოვს. გარდა ამისა, CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებისთვის მობილურ ტელეფონებს, სამინისტრო თავად შეისყიდის. ჯანდაცვის უწყების ცნობით, CGM სისტემა არის შაქრიანი…

Read More
სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ვაჰაგნ ხაჩატურიანი აირჩია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 71-მა დეპუტატმა მიიღო და ყველა მათგანმა ხაჩატურიანის სასარგებლოდ მისცა ხმა.

Read More
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან განიხილა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, შალვა პაპუაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრობის გზაზე…

Read More
ნატო ცვლის აშშ-ს უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინატორად: Reuters

ნატო ცვლის აშშ-ს უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინატორად: Reuters

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აიღო აშშ-ის ნაცვლად უკრაინას დასავლეთის სამხედრო დახმარების კოორდინაცია. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. მათი თქმით, ამ გზით ნატოს სურს დაიცვას კიევის მხარდაჭერის მექანიზმი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. მანამდე კიევისთვის სამხედრო დახმარებას კოორდინაციას უწევდა ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მოქმედი რამშტეინის ჯგუფი, რომელიც იკრიბებოდა აშშ-ის საჰაერო ძალების ამავე სახელწოდების ბაზაზე გერმანიაში….

Read More
გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და პარტნიორობის გაფართოების გეგმები განიხილა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ძალისხმევით განათლების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. გიორგი ამილახვარის თქმით, ქვეყნებს შორის წარმატებული პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენს ფრანგულ-ქართული…

Read More
ჯანდაცვის მინისტრი – ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს, ჩვენი ვარაუდით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით და მერე იქნება შემთხვევების კლება

ჯანდაცვის მინისტრი – ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს, ჩვენი ვარაუდით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით და მერე იქნება შემთხვევების კლება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „საწოლფონდი ნამდვილად თავისუფალი გვაქვს. დაახლოებით, 6 ათას საწოლამდეა ათვისებული. 8 ათასზე მეტი საწოლი მობილიზებული გვაქვს. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში…

Read More
ზარეჰ სინანიანმა და მარტინ პეცოლდმა სომხეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

ზარეჰ სინანიანმა და მარტინ პეცოლდმა სომხეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

დიასპორის საკითხებში სომხეთის უმაღლესი კომისარი ზარეჰ სინანიანი გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილ წევრს და ამჟამად ბერლინის წარმომადგენელთა პალატის წევრს, მარტინ პეცოლდს შეხვდა. როგორც  დიასპორის უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია, ზარეჰ სინანიანმა სტუმარს მიესალმა, მადლიერება გამოხატა სომხეთში რეგულარული ვიზიტისთვის და მაღალი შეფასება მისცა მის მუდმივ ძალისხმევას, რომელიც სომხურ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებასა და სომხეთის განვითარებაში წვლილის შეტანას ემსახურება….

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – გამოწვევების პირობებში, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა – 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა

ნიკოლ ფაშინიანი – გამოწვევების პირობებში, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა – 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა საჭირო წინაპირობა არსებობს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად, ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა განვავითაროთ და გავაღრმავოთ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა. „ღრმად…

Read More
ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე პროცესს ადგილზე კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია „გუჯარულასა“ და „სადგერის“ სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია,…

Read More
ბორჯომის მერი – ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომის მერი – ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ტაბაწყირამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ტაბატაძე. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 4,5 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილ-ხიდები მოეწყობა. მათივე ცნობით, აღნიშნულ სოფლში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი…

Read More
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა  კვლავ დაარღვიეს  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

5 ოქტომბერს, 19:40-20:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი შაშხანებით ცეცხლი გახსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხური სამხედრო პოზიციების მიმართულებით.

Read More
საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კანადელ კოლეგას განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული…

Read More
პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. როგორც ცნობილია, უზრა ზეიამ დღეს შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქალ პოლიტიკოსებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი პარტიიდან.

Read More
სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ

სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ

ერევანი და ვაშინგტონი დღეს ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონია სომხეთის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

Read More
სომხეთის მთავრობამ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ დღევანდელი სხდომაზე   დაამტკიცა 2023 წლის 12 იანვარს ხელმოწერილ „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტს.  შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს მთავრობის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი „სომხეთისა და საქართველოს შორის ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის …

Read More
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანაჰიტ ავანესიანი, ადგილზე, გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ. „კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი წივწივაძემ, სომხეთის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა განყოფილებები დაათვალიერებინა და კლინიკაში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და აპარატურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თოდუას კლინიკაში ვიზიტისას, ჯანდაცვის მინისტრი…

Read More
პარლამენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 12-13 აპრილს განიხილავს

პარლამენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 12-13 აპრილს განიხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს 12-13 აპრილს განიხილავენ. კანონპროექტის განხილვა მმართველ გუნდს დაჩქარებული წესით სურდა, თუმცა 29 მარტის პლენარულ სხდომაზე პროექტის განხილვის ორი კვირით გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული…

Read More
„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა. საპენსიო სააგენტო განმარტავს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მათი ბანკის ყველა მომხმარებელს საკუთარი საპენსიო ანგარიშის ჯამური აქტივების ნახვა მობაილბანკში შეეძლება. „თქვენი დანაზოგი მთავარ გვერდზე უკვე გამოსახულია, ფუნქციონალის ღილაკზე დაჭერისას, კი შეგიძლიათ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა, სადაც თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფოს, დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანებისა…

Read More
თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

„თიბისი ფეი“ სწრაფი გადახდის აპარატებიდან „თიბისის“ ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულად აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 წლის წინ „თიბისი ფეიმ“ ეს სიახლე ფიზიკურ პირებს შესთავაზა, ახლა კი საკომისიოს გაუქმება ბიზნესსაც შეეხო. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო. სიახლე „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ „თიბისი ფეის“ სწრაფი…

Read More