რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “რესპუბლიკის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მსვლელობას აწყობენ. სოლიდარობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც უერთდებიან. როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყოველდღიურად უნდა გაიმართოს.

Read More
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მანქანა ქალს დაეჯახა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მანქანა ქალს დაეჯახა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 112-ის მონაცემებით, ქალი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მსუბუქი ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Read More
საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ზემო ლარსთან რიგში 2608 სატვირთო მანქანა დგას

საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ზემო ლარსთან რიგში 2608 სატვირთო მანქანა დგას

11 ივლისს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოს საზღვრის გადაკვეთის თავის რიგს 2608 სატვირთო მანქანა ელოდება. ამის შესახებ  ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის ორგანიზების ცენტრი ელექტრონული რიგის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ინტერფაქსის“ ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარზე სატრანზიტო მანქანების დაგროვების გამო მაღალი მზადყოფნის რეჟიმი დაწესდა. ამ რეჟიმით, სატვირთო მანქანების შემოსვლა ჩრდილოეთ ოსეთში იზღუდება…

Read More
მოწინააღმდეგის  სროლის შედეგად წვევამდელმა სამხედრო მოსამსახურემ  სასიკვდილო ჭრილობა მიიღო: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგის სროლის შედეგად წვევამდელმა სამხედრო მოსამსახურემ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საბრძოლო პოზიციაზე, 5 სექტემბერს, საღამოს, წინასწარი მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურემ მტრის გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გარდაცვალების ფაქტზე გარნიზონის საგამოძიებო განყოფილებაში მასალების ამზადებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს ამ მძიმე დანაკარგის მწუხარებას და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

Read More
გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და პარტნიორობის გაფართოების გეგმები განიხილა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ძალისხმევით განათლების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. გიორგი ამილახვარის თქმით, ქვეყნებს შორის წარმატებული პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენს ფრანგულ-ქართული…

Read More
ახალციხის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების გაზრდას გეგმავს

ახალციხის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების გაზრდას გეგმავს

ახალციხის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ, ინფლაცია მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა დაადასტურა. მერის,ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 2024 წელს ხელფასის 2 სახის ზრდა იგეგმება. დაგეგმილია პოლიტიკური თანამდებობის პირების (მერი, თავმჯდომარე), საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორის მუშაკების ხელფასის 10%-ით გაზრდა. მერის თქმით, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ანაზღაურება ყველაზე დაბალია და მისი დაბალანსებაც იგეგმება.

Read More
ახალციხეში კინოკლუბის მშენებლობა იგეგმება

ახალციხეში კინოკლუბის მშენებლობა იგეგმება

ახალციხეში რუსთაველის 124-ში კინოკლუბის შენობის დანგრევა და მის ადგილას ახლის აშენება იგეგმება – ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კინოთეატრის მშენებლობა 1 წელზე მეტხანს გაგრძელდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე ყოფილი საბჭოთა მესაზღვრეებისთვის აშენებული კინოთეატრის დემონტაჟი 65 ათას ლარად იგეგმება, ვინაიდან მერია აცხადებს, რომ შენობა ავარიულია. მეორე სახელმწიფო შესყიდვა კინოკლუბისა და მედიათეკის მშენებლობას ეხება, რისთვისაც…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-სა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა

ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-სა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებაზე სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელზეც Rothschild & Co და KAISER PARTNER-ი მუშაობენ, აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს Rothschild & Co-ისა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან არიელ მალარდ დე როტშილდსა და შტეფან ლინიგერთან განიხილა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ…

Read More
მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბანში მდებარე ობიექტები დაბომბა

მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკოს გარეუბანში მდებარე ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მდებარე ობიექტები დაბომბა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ შეტევა განახორციელა ლიბანის ტერიტორიიდან, რასაც გარკვეული მატერიალური ზარალი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტა გაანეიტრალა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს არის ისრაელის პირველი ავიაიერიში მას შემდეგ, რაც სირიის საზღვრებზე, მათ შორის მაღლობების ზონაში, რუსეთმა და…

Read More
ახალციხე ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება

ახალციხე ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება

ახალციხეში, ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ზუკა ხუციშვილი და მისი ჯგუფი გამოვლენ. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, გამოსვლის საფასური 12 000 ლარი იქნება. ახალციხის მერიის ცნობით, ღონისძიება გაიმართება 15 მაისს 18:00 საათზე  რაბათის ციხის ტერიტორიაზე.

Read More
სომხეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა თავის X მიკრობლოგში დაწერა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტის შედეგები წარმოადგინა. არარატ მირზოიანის ოფიციალური ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში აღინიშნა სომხეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების…

Read More
თბილისში ჰოვჰანნეს თუმანიანის დაბადების დღე აღნიშნეს და ტრადიციად ქცეული წიგნის ჩუქების დღე აღნიშნეს

თბილისში ჰოვჰანნეს თუმანიანის დაბადების დღე აღნიშნეს და ტრადიციად ქცეული წიგნის ჩუქების დღე აღნიშნეს

19 თებერვალს, ჰოვჰანნეს თუმანიანის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში დიდი პოეტის დაბადების დღე და ტრადიციული წიგნის ჩუქების დღე აღნიშნეს. სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში დაიწყო, სადაც პანაშვიდი გაიმართა. იმავე დღეს თბილისში, ჰოვჰანნეს თუმანიანის სახლის სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში გაიმართა გამოფენის გახსნა სახელწოდებით „თუმანიანის თბილისური ნაკვალევი“ და პოეტ რუზან ჰოვასაფიანის წიგნის „აღდგომა“ პრეზენტაცია,…

Read More
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი – შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა – 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი – შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა – 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი

შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნინო გულეიშვილის თქმით, პოტენციური საშიშროება არსებობდა, რომ ე.წ. მკვლელ აპარატს დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის. „სოკარ ჯორჯია გაზმა“ გადაამოწმა 300 ათასამდე აბონენტი, ამ 300 ათასი აბონენტიდან 28…

Read More
შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდება

შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, კვირის ბოლოს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდება. ამის შესახებ Financial Times-ი და Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან. FT-ის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა კვირას, 14 მაისს არის დაგეგმილი, Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამიტი 13-14 მაისს გაიმართება და მისი დღის…

Read More
„პრობლემის იგნორირება პრობლემას არ წყვეტს“ – წინააღმდეგობა მოქალაქეობის მინიჭების საკითხს

„პრობლემის იგნორირება პრობლემას არ წყვეტს“ – წინააღმდეგობა მოქალაქეობის მინიჭების საკითხს

სიძნელეების გამო ჯავახეთიდან წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს მოქალაქეობა, მაგრამ სახელმწიფო მათ მოქალაქეობას აღარ ანიჭებს“, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთში „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხორგუანმა წერილი გაუგზავნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს. მისი თქმით, ამ მოქალაქეობის არარსებობის გამო, ეთნიკური უმცირესობები ვერ სარგებლობენ სამთავრობო პროგრამებით, ვერ იღებენ უფასო…

Read More
კელი დეგნანი რეზოლუციაზე – ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც აგზავნის ნათელ შეტყობინებას ევროპული უსაფრთხოების პრინციპების და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ

კელი დეგნანი რეზოლუციაზე – ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც აგზავნის ნათელ შეტყობინებას ევროპული უსაფრთხოების პრინციპების და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ

პოზიციურად მიმაჩნია ის, რომ ტექსტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები, ვინაიდან ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც აგზავნის ნათელ შეტყობინებას ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისა და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ძალიან დაძაბულ მომენტში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო, უკრაინა, აშშ და ნატო-ს მოკავშირეები ევროპული უსაფრთხოების პრინციპების დაცვის კუთხით…

Read More
ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად- კაია კალასი

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად- კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და მიესალმება სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმებას.  ამის შესახებ კაია კალასმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ კარგი დისკუსიები გვქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების…

Read More
თბილისში შარლ აზნავურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა

თბილისში შარლ აზნავურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა

21 იანვარს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში შარლზ აზნავურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. სოლისტმა, ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა არფი ალტომ (არფინე ტერ-პეტროსიანი) შეასრულა ცნობილი შანსონიეს საყვარელი სიმღერების ახალი ვერსია, ქართველი მუსიკოსების ლუკა თოფურიას, დავით გოგისვანიძისა და გიორგი კაპანაძის თანხლებით. კონცერტის დასაწყისში აჩვენეს ვიდეო რგოლი,…

Read More
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გააუქმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გააუქმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, კომენტარი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გაკეთდება. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის…

Read More
30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. „ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად…

Read More
საპროტესტო აქცია საქართველოსთვის – საპროტესტო აქცია ახალციხეში

საპროტესტო აქცია საქართველოსთვის – საპროტესტო აქცია ახალციხეში

საპროტესტო აქცია საქართველოსთვის. საყოველთაო გამაფრთხილებელ აქციას ახალციხელებიც შეუერთდნენ – შოთა რუსთაველის ძეგლთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ასევე გააპროტესტეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავება და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა.

Read More
ხმაური ახალციხის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური ახალციხის საკრებულოს სხდომაზე

დღეს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გრანტის მიღებას, რაც ახალციხეში კულტურული ობიექტების რუკის შექმნას გულისხმობს – ამასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნატო დარბაიძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ქართული ოცნების წევრები მხარს არ დაუჭერენ. მიღებული გრანტი, რადგან ციტატა: „ეს არის ევროკავშირის გრანტი, რომელსაც ისინი ებრძვიან და ამიტომ მივიდნენ გუშინ აქციაზე“. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია აჟიოტაჟი საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს…

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს ხელი სწრაფად მოვაწეროთ

ნიკოლ ფაშინიანი – მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს ხელი სწრაფად მოვაწეროთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან იმ პირობებით, რაც აქამდე იყო შეთანხმებული. „ამ ბოლო დროს გსმენიათ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების 80 პროცენტი შეთანხმებულია, ასეთი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა პლატფორმებიდან და მინდა განვაცხადო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. ამ მომენტში სრულად არის შეთანხმებული ცამეტი მუხლი და სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის პრეამბულა, ხოლო კიდევ სამი მუხლი,…

Read More
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ევროპარლამენტში 17 ოქტომბერს არის დაგეგმილი. გაიმართება სრ პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრა, რომლის დასასრულს ეს უკანასკნელი მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებს. დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც.

Read More
საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სადგურ „ჭარალის“ დაცვის პუნქტებში ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს.

Read More
სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი – სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი – სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია

ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის. მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა…

Read More
ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. უწყების ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა. „ცენტრალური პარკის დასრულებული სამუშოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია…

Read More
პანდემიას ასრულებ შენ — საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

პანდემიას ასრულებ შენ — საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველთა რაოდენობა შემცირებულია. შემცირებული ვაქცინაციის  პროცესის ფონზე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია და ღონისძიება იმართება. ამ შინაარსის შეხვედრა გაიმართა ახალციხეშიც, სადაც ვიზიტორებს ვაქცინაციის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღების გარდა, სხვადასხვა აქტივობებსა და მარათონებშიც შეეძლოთ მონაწილეობა, რის შემდეგაც წამახალისებელი საჩუქრები მიიღეს. აქტივობა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის  ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით…

Read More
150 000 ლარზე მეტი 11 სოფლის გარე განათებისთვის – ახალციხე

150 000 ლარზე მეტი 11 სოფლის გარე განათებისთვის – ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გარე განათების მოწყობა იგეგმება, რისთვისაც 150 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავენ – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გარე განათების სამუშაოებზე სახელმწიფო ტენდერი ორ ეტაპად გამოცხადდა. ანდაში, ანდრიაწმინდაში, ხეოთში, მუსხსა და ურაველში გარე განათებისთვის 65 000 ლარამდე, ხოლო ზიკილიაში, აწყურში, თისელში, ტყემლანში, გიორგიწმინდასა და წნისში 90 000 ლარამდეა დაგეგმილი….

Read More
სახალხო დამცველის აპარატი ლევან იოსელიანისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი ლევან იოსელიანისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრ, ანრი ოხანაშვილს შეხვდა. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მათივე ინფორმაციით, მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველმა მინისტრს გააცნო ამ მიმართულებით აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები. „იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა…

Read More