Headlines
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილია 11 მილიონ ლარამდე – 2022 წლის ბიუჯეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილია 11 მილიონ ლარამდე – 2022 წლის ბიუჯეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2022 წელს გეგმავს გამოყოფოს 10 მილიონ ლარამდე საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის, გარე განათებისთვის, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და ქუჩების დასუფთავებისთვის – ეს ხარჯები 2022 წლის ბიუჯეტშია ასახული. ბიუჯეტის საბუთის მიხედვით, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 300 000 ლარზე მეტის გამოყოფა. მერია წყლისა და კანალიზაციისთვის 600 000 ლარამდე დახარჯვას გეგმავს. გარე განათებისთვის 200 000 ლარზე მეტია…

Read More
გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

8 სექტემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე­ შალვა პაპუაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. „სრული რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში,…

Read More
30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. „ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად…

Read More
დავით ზალკალიანი – უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ

დავით ზალკალიანი – უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას უსაფრთხოების კუთხით მსგავსი გამოწვევები აქვთ. როგორც მან ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის მხარდაჭერა და ასევე, ეუთო-ს აქტიური ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესში. „აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კუთხით, ჩვენს ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ….

Read More
ვაშინგტონმა ბაქოსა და ერევანს სთხოვა განიხილონ, თუ როგორ უნდა დაიცვან მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება

ვაშინგტონმა ბაქოსა და ერევანს სთხოვა განიხილონ, თუ როგორ უნდა დაიცვან მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ბაქოსა და ერევანს სთხოვა, განიხილონ, თუ როგორ უნდა დაიცვან მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებები და უსაფრთხოება, იუწყება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, პასუხს სცემს რა „თავისუფლების“ კითხვას, ამ დღეებში ვაშინგტონში სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას განიხილება თუ არა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები. სახელმწიფო სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი საკვანძო საკითხია…

Read More
აზერბაიჯანი კვლავ იტყუება თავისი პოზიციების დაბომბვაზე

აზერბაიჯანი კვლავ იტყუება თავისი პოზიციების დაბომბვაზე

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ 3 აპრილის საღამოს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. სომხურ მხარეს არ გაუხსნია ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია და არის სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის…

Read More
ახალქალაქში დაკავებულია ერთი პირი

ახალქალაქში დაკავებულია ერთი პირი

ახალქალაქში, ერთი პირის სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 2 უკანონო ლულა და 96 ვაზნა, ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს. ამავე წყაროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იარაღის უკანონო ჩამორთმევის შედეგად 9 პირი დააკავეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.

Read More
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის შემადგენლობაში არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე. „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, არტაშეს თუმანიანსა და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს,…

Read More
ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად. საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას….

Read More
რა ეტაპზეა სამცხე-ჯავახეთის სოფლების გაზიფიცირების პროცესი?

რა ეტაპზეა სამცხე-ჯავახეთის სოფლების გაზიფიცირების პროცესი?

რა ეტაპზეა სამცხე-ჯავახეთის სოფლების გაზიფიცირების პროცესი, რომელიც გეგმის მიხედვით 2025 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა საპროექტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, სამცხე-ჯავახეთის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მთავრობასთან დაკავშირებას გეგმავს,- ამის შესახებ  დღეს სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2019 წელს სახელმწიფომ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა 223 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება. 2020 წელს, ცვლილებების მიხედვით, დაიგეგმა დამატებით 384 უბნის…

Read More
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა – ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის – ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება. ამ დღეს კიდევ ერთი…

Read More
ხმაური ახალციხის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური ახალციხის საკრებულოს სხდომაზე

დღეს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გრანტის მიღებას, რაც ახალციხეში კულტურული ობიექტების რუკის შექმნას გულისხმობს – ამასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნატო დარბაიძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ქართული ოცნების წევრები მხარს არ დაუჭერენ. მიღებული გრანტი, რადგან ციტატა: „ეს არის ევროკავშირის გრანტი, რომელსაც ისინი ებრძვიან და ამიტომ მივიდნენ გუშინ აქციაზე“. სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია აჟიოტაჟი საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს…

Read More
დღეს პროტესტის ნიშნად ახალციხელების ნაწილი ,,ალტ ინფოს” ოფისთან შეიკრიბა, რომელიც პარტიის ოფისის დახურვას ითხოვდა

დღეს პროტესტის ნიშნად ახალციხელების ნაწილი ,,ალტ ინფოს” ოფისთან შეიკრიბა, რომელიც პარტიის ოფისის დახურვას ითხოვდა

დღეს პროტესტის ნიშნად ახალციხელების ნაწილი ,,ალტ ინფო”-ს ოფისთან შეიკრიბა, ისინი პარტიის ოფისის დახურვას ითხოვდნენ. აქციის დაწყებიდან ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე ,,ალტ-ინფო” პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ და მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება  დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც .

Read More
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, იქროლებს ძლიერი ქარი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, იქროლებს ძლიერი ქარი

20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება,…

Read More
გიორგი ამილახვარი – 2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება

გიორგი ამილახვარი – 2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება

2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, სისტემა მასწავლებლებს იმ სერვისებს შესთავაზებს, რომლებიც მათ რეალურად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სჭირდებათ. „მასწავლებლის სახლი“ მთლიანად კონცეპტუალურად შეცვლის მიდგომებს და შემდეგი წლიდან, სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ მოდულები, რომელიც აქამდე არსებობდა და სისტემა გადავა…

Read More
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის პარლამენტარებს გააცნო სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით განვითარებული ძირითადი მოვლენები

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის პარლამენტარებს გააცნო სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით განვითარებული ძირითადი მოვლენები

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 12 ნოემბერს სტოკჰოლმში შეხვდა შვედეთის რიკსდაგის სპიკერს ანდრეას ნორლენს და პარლამენტის წევრებს. შეხვედრა გაიმართა კერძო საუბრის ფორმატში, რასაც მოჰყვა გაფართოებული დისკუსია პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებისა და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატების მონაწილეობით. როგორც სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის საკითხების ფართო სპექტრი, რომლებიც დაკავშირებულია სომხეთი-ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგთან,…

Read More
ბულგარეთის პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ბულგარეთის პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეკლარაცია მტკიცედ…

Read More
მთავრობის ადმინისტრაცია – შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა

მთავრობის ადმინისტრაცია – შეხვედრას ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე…

Read More
ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად- კაია კალასი

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად- კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და მიესალმება სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმებას.  ამის შესახებ კაია კალასმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ კარგი დისკუსიები გვქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების…

Read More
ნატოსა და რუსეთს შორის ომი მსოფლიო აპოკალიფსი იქნება: ილჰამ ალიევი

ნატოსა და რუსეთს შორის ომი მსოფლიო აპოკალიფსი იქნება: ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა VGTRK-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს ექნებათ საკმარისი „პოლიტიკური სიბრძნე“ რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. „ვფიქრობ, რომ ვაშინგტონში და მოსკოვში, ისევე როგორც სხვა დედაქალაქებში არის საკმარისი პოლიტიკური სიბრძნე, რომ ასეთი კოშმარული სცენარი არ განხორციელდეს“, – ციტირებს რია ნოვოსტი. ალიევმა ასევე შეადარა სცენარი, რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და…

Read More
შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12…

Read More
იორკ თაუერსი – კომპანია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაში 65 მლნ ლარამდე ინვესტიციის შემოდინებას შეუწყო ხელი

იორკ თაუერსი – კომპანია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაში 65 მლნ ლარამდე ინვესტიციის შემოდინებას შეუწყო ხელი

საქართველოს ბაზარზე 6 წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგად კი, „იორკ თაუერსი“ ჰოლდინგურ კომპანიად გარდაიქმნა. კომპანიიის შიდა ფინანსური ანგარიშების თანახმად, “იორკ თაუერსმა” პარტნიორებთან და კლიენტებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 65 მილიონ ლარამდე ინვესტიციის შემოდინებას შეუწყო ხელი, ხოლო თავად გადასახადების სახით, მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2020 და 2021 პანდემიურ წლებში, 8.5 მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ეს მაშინ, როდესაც COVID-19…

Read More
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“, რომელიც გმობს სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას მთიან ყარაბაღში და ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანს დაიცვას მთიანი ყარაბაღის კულტურული მემკვიდრეობა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 635-მა დეპუტატმა , 2 წინააღმდეგი იყო, 42-მა კი თავი შეიკავა.

Read More
როგორია ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილის ინფრასტრუქტურა?

როგორია ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილის ინფრასტრუქტურა?

ახალციხის რაბათის  ციხე, რომელიც უკვე 14 წელია ახალციხის სავიზიტო ბარათია,  განახლებული შესასვლელი საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარია, უცხოელებისათვის კი 20 ლარი. თუმცა ამ სტატიაში ამ ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისკენ მიმავალ დაზიანებულ გზაზე მოგიყვებით. ახალციხის ციხემდე მისვლამდე ხიდის ქვეშ გაივლით და  რაბათის დასახლებაში შეხვალთ. ხიდთან დაზიანებული გზა რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. ახალციხის ციხესთან მიმავალი გზაზე ნახავთ…

Read More
საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სადგურ „ჭარალის“ დაცვის პუნქტებში ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს.

Read More
ცესკოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა  26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. „საარჩევნო…

Read More
ბორჯომის მერია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

ბორჯომის მერია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

უახლოეს დღეებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ცემი, კორტანეთი (წმ გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზა) და სოფელ ყვიბისში (ე.წ ბერის საყდრებთან მისასვლელი გზა, მეორე ეტაპი). „ჯამში, სამივე სოფელში 3 კილომეტრზე მეტი გიზის რეაბილიტაცია განხორციელდება. მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 7,3 კმ….

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება

ნიკოლ ფაშინიანი – პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება

ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 9 მაისთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა. „დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ მომავალში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება…

Read More
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეებისა და მცენარეების ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეებისა და მცენარეების ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეებისა და მცენარეების ჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. გავრცელებული ინფორმაციით, წიწვოვანი ხეების უკანონო მოჭრაზე ჯარიმა პირველად 2000 ლარია, მეორედ 5000 ლარი. ხოლო, თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაექვემდებარება.

Read More
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ხანძრების პრევენციის მიმართულებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გაძლიერებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური ანძა და კამერები დამონტაჟდება, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავდება, რაც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის…

Read More