როგორია ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილის ინფრასტრუქტურა?

როგორია ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილის ინფრასტრუქტურა?

ახალციხის რაბათის  ციხე, რომელიც უკვე 14 წელია ახალციხის სავიზიტო ბარათია,  განახლებული შესასვლელი საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარია, უცხოელებისათვის კი 20 ლარი. თუმცა ამ სტატიაში ამ ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისკენ მიმავალ დაზიანებულ გზაზე მოგიყვებით. ახალციხის ციხემდე მისვლამდე ხიდის ქვეშ გაივლით და  რაბათის დასახლებაში შეხვალთ. ხიდთან დაზიანებული გზა რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. ახალციხის ციხესთან მიმავალი გზაზე ნახავთ…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ ევროკომისართან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა. „ამ რთულ დროს ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

Read More
შტორმის გამო ქერჩის სრუტეში ორი ტანკერი ჩაიძირა

შტორმის გამო ქერჩის სრუტეში ორი ტანკერი ჩაიძირა

რუსეთსა და ყირიმს შორის ქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერი „ვოლგონეფტი 212“ და „ვოლგონეფტი 239“ ჩაიძირა. ორ მათგანს ეკიპაჟის 13 და 14 წევრი ჰყავდა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. განახლებული მონაცემებით, ავარიულ ტანკერებში დაახლოებით 9,2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი იყო, იუწყება რია ნოვოსტი. Rosmorrechflot-მა ასევე განმარტა, რომ ავარია შავ ზღვაში მოხდა შტორმის გამო, რასაც ნავთობის გაჟონვა მოჰყვა და…

Read More
„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკზე“. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკ ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ყველა ფიზიკური პირი, მეანაბრე და მსესხებელი „ბაზისბანკის“ მომხმარებელი გახდება და საბანკო მომსახურებას როგორც „ბაზისბანკის“, აგრეთე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში მიიღებს. „როგორც მოგეხსენებათ, „ბაზისბანკი“ თავისი 28 – წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის…

Read More
ამირან გამყრელიძე – ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან

ამირან გამყრელიძე – ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან

ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაზუსტებულია, რომ ეს წამალი უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ იგეგმება „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაზე უარის თქმა ან „ომიკრონზე“ ადაპტირებული…

Read More
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეებისა და მცენარეების ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეებისა და მცენარეების ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეებისა და მცენარეების ჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. გავრცელებული ინფორმაციით, წიწვოვანი ხეების უკანონო მოჭრაზე ჯარიმა პირველად 2000 ლარია, მეორედ 5000 ლარი. ხოლო, თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაექვემდებარება.

Read More
„საქართველოს რკინიგზა“ 1-3 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

„საქართველოს რკინიგზა“ 1-3 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 1, 2 და 3 აპრილს, თბილისი- ბათუმი -თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. „საქართველოს კრინიგზის“ ინფორმაცით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

Read More
დაბინძურებული  სასმელი წყალი ახალციხეში

დაბინძურებული სასმელი წყალი ახალციხეში

ახალციხეში, რაბათში დღეს დაბინძურებული და ტალახიანი წყალი გადმოვიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დილით ისინი პრაქტიკულად ვერ სარგებლობდნენ სასმელი წყლით. გაერთიანებული წყალმომარაგეობის კომპანიაში აცხადებენ, რომ აუზის გარეცხვა და დეზინფექცია მოხდა, რის შედეგადაც მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებას წინასწარ გაუგზავნეს შეტყობინებები. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ გაფრთხილება არ ყოფილა. ეს არის დასახლებული უბანი, სადაც მოსახლეობა წყალს…

Read More
ირაკლი კობახიძე – ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ

დღევანდელ შეხვედრაზე მე მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავის სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი…

Read More
სოჭში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

სოჭში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერს სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ, – ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ცნობით, შეხვედრა რუსეთის ინიციატივით გაიმართება. კრემლში აცხადებენ, რომ მხარეები განიხილავენ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების…

Read More
საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, ერთიან დელეგაციაზე შეჯერება ვერ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვინ გაყვება პაპუაშვილს უკრაინაში, თუმცა როგორც პაპუაშვილის კაბინეტიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან არ იქნებიან. ამავდროულად, ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინაში…

Read More
კულტურის სამინისტრო – ეროვნულ კინოცენტრში ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა

კულტურის სამინისტრო – ეროვნულ კინოცენტრში ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ კინოცენტრში კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები,ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აუდიტორული შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათიც. უწყების ცნობით, ფინანსური აუდიტი, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. „კულტურის სამინისტრო აქვეყნებს იმ დარღვევების…

Read More
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ურმას რეინსალუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთს შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის,…

Read More
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამცხე-ჯავახეთში – 307

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამცხე-ჯავახეთში – 307

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 65 829 კვლევა ტესტით, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 462 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 20 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 438…

Read More
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ბაქოში მყოფი სომეხი ტყვეების საკითხებს სომხეთის რესპუბლიკისა და უნგრეთის პარლამენტების სპიკერებმა ისაუბრეს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ბაქოში მყოფი სომეხი ტყვეების საკითხებს სომხეთის რესპუბლიკისა და უნგრეთის პარლამენტების სპიკერებმა ისაუბრეს

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია 14 ნოემბერს შეხვდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ლასლო კიოვერის ხელმძღვანელობით. როგორც სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში იუწყებიან, ლასლო კიოვერმა მადლობა გადაუხადა ალენ სიმონანს ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები დიდი სტიმულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის…

Read More
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებაა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანნალენა ბურბოკმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ვითარება შედის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც ესპანეთის ქალაქ ტოლედოში იმართება. „ჩვენ ასევე შევიტანეთ მთიანი ყარაბაღის ვითარება ჩემს ფრანგ კოლეგასთან კატრინ კოლონასთან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში. იქ მოსახლეობის მდგომარეობა კატასტროფულია. სასწრაფო მოწოდებით მივმართავთ აზერბაიჯანს და რუსეთს. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ საბოლოოდ უნდა მიიღოს ის,…

Read More
ახალციხეში კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში სოფლების საძელისა და პატარა ფამაჯის სკოლებმა პრიზებით დაჯილდოვდნენ

ახალციხეში კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში სოფლების საძელისა და პატარა ფამაჯის სკოლებმა პრიზებით დაჯილდოვდნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში იასპარეზეს. კალათბურთში ვაჟთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი – ახალციხის მე-5 საჯარო სკოლა II ადგილი – ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლა. საპრიზო ადგილები გოგონებს შორის დაიკავეს: I ადგილი – ქალაქ ახალციხის მე-2 საჯარო სკოლა II ადგილი – სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლა. მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის…

Read More
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გააუქმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გააუქმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, კომენტარი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გაკეთდება. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის…

Read More
ახალქალაქში დაკავებულია ერთი პირი

ახალქალაქში დაკავებულია ერთი პირი

ახალქალაქში, ერთი პირის სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 2 უკანონო ლულა და 96 ვაზნა, ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს. ამავე წყაროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იარაღის უკანონო ჩამორთმევის შედეგად 9 პირი დააკავეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.

Read More
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 30 მილიონიანი დახმარების პაკეტი იყო, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში დაამტკიცა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დახმარების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს…

Read More
პრემიერ-მინისტრი Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა

პრემიერ-მინისტრი Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა იყო ტექნოლოგიების განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც დეზინფორმაციასა და კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. „მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ გადასახადებზე, მსოფლიოს ავტორიტეტულ რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს…

Read More
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის – საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი…

Read More
100 000ლარზე მეტი ახალციხის რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისათვის

100 000ლარზე მეტი ახალციხის რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისათვის

ახალციხის მერია რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისთვის 100 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობების რეაბილიტაცია არასოდეს მომხდარა, რის გამოც დაზიანებულია ფასადი, სადარბაზოები, კიბეები და ეზო – მათი შეკეთება იგეგმება. შეთავაზებები მიიღება ორი დღის განმავლობაში. ცნობისთვის, რაბათს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ადგილობრივები ამბობენ, რომ…

Read More
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.   შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და დადებითად შეაფასა ეუთო-სთან თანამშრომლობა.   ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით კი, ეუთო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საქართველოში.   პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ…

Read More
გივი მიქანაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გივი მიქანაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების – დამალისა და ტოლოშის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფელ დამალის საჯარო სკოლა 840 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა 260 მოსწავლეზეა გათვლილი. “სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა,…

Read More
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. “ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “ტვიტერზე”. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით,…

Read More
ქართველმა ექსპერტებმა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს —სამხარაულის ბიურო მეგა ბაქრაძის ექსპერტიზაზე

ქართველმა ექსპერტებმა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს —სამხარაულის ბიურო მეგა ბაქრაძის ექსპერტიზაზე

ახალციხელი მედდის მეგა ბაქრაძის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ჩვენი რედაქცია დაინტერესდა, თუ რა არის დღემდე ცნობილი ამ საქმის გამოძიების შესახებ. ამ დრომდე გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი კვლავ დაუდგენელია. დღეს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ ქართველმა სპეციალისტებმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და ახლა საკითხის შესასწავლად თურქეთიდან არის მოწვეული ალერგოლოგ-იმუნოლოგი. „ბიურომ მოიძია თურქი სპეციალისტი რეანიმატოლოგი და…

Read More
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკრაინის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკრაინის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. „უკრაინისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მორალური ასევე ფინანსური მხარდაჭერა; აქედან გამომდინარე ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა გუნდმა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყვიტა 100 000 ლარის ოდენობით ფულადი დონაცია განეხორციელებინა. ამ გზით ვეცადეთ თანადგომა გამოგვეხატა ჩვენი უკრაინელი ძმებისა…

Read More
ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Read More
ფერსაში და აგარაში  დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია იწყება

ფერსაში და აგარაში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაცია იწყება

სახელმწიფოს  მასშტაბით დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი მიწის ნაკვეთი რჩება დაურეგისტრირებელი, იუწყება სახელმწიფო რეესტრის წარმომადგენელი. სწორედ ამ მიზეზით ამოქმედდა მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა. სახელმწიფო რეესტრის წარმომადგენლები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მთავარი სპეციალისტი ანანო კაპანაძე ამბობს, რომ წელს დაგეგმილია მიწის დარეგისტრირება სოფლებში ახალციხეში, ფერსა და აგარაში, ხოლო სხვა სოფლების…

Read More