Headlines
100 000ლარზე მეტი ახალციხის რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისათვის

100 000ლარზე მეტი ახალციხის რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისათვის

ახალციხის მერია რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისთვის 100 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობების რეაბილიტაცია არასოდეს მომხდარა, რის გამოც დაზიანებულია ფასადი, სადარბაზოები, კიბეები და ეზო – მათი შეკეთება იგეგმება. შეთავაზებები მიიღება ორი დღის განმავლობაში. ცნობისთვის, რაბათს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ადგილობრივები ამბობენ, რომ…

Read More
ინფრასტრუქტურის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ახალციხეში სადღეღამისო წყალმომარაგება  პრობლემად რჩება

ინფრასტრუქტურის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ახალციხეში სადღეღამისო წყალმომარაგება პრობლემად რჩება

პროექტების სრულად დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში 24-საათიანი წყალმომარაგებით 55 ათასამდე ბენეფიციარი შეძლებს ისარგებლოს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. მისი თქმით, 300 მილიონი ლარის სამუშაოები რეგიონის 24 დასახლებაში, მათ შორის ქალაქ ვალეში მიმდინარეობს. ვალეში სასმელი წყლის პრობლემა მრავალი წელია აწუხებს მოსახლეობას, მიუხედავად მრავალი დაპირებისა და არაკეთილსინდისიერი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, მოსახლეობა კვლავ არ არის უზრუნველყოფილი მუდმივი წყლით.  იგივე ვითარებაა …

Read More
Ախալքալաքում ընթանում է ճանապարհային բարելավման աշխատանքներ

ახალქალაქში ქუჩების გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს

ახალქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს.  ორმოების გასწორებისა და ასფალტის სამუშაოებს კომპანია „ჯავახ ავტოგზა“ ასრულებს. თავისუფლების ქუჩიდან დაწყებული თითქმის ყველა გზა მთლიანად შეიცვალა და დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგა. ქალაქში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება და ქალაქის მასშტაბით ქუჩები კეთილმოეწყობა.

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები….

Read More
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს. „სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რეკორდული მატება აღინიშნება, კერძოდ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის…

Read More
სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, მივიღოთ ზომები და რეფორმები რაც აუცილებელია

სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, მივიღოთ ზომები და რეფორმები რაც აუცილებელია

მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცენტრშია უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები, ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა. როგორც პრეზიდენტის აღნიშნავს, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელთან მეგობრული საუბარი ჰქონდა. “მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება და შევხვდი ჯერ ურსულა ფონ დერ ლაიენს…

Read More
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში იუწყებიან, ლევან იზორია პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია ირაკლი კობახიძის მრჩევლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მას გერმანიაში ელჩობის ვადა ამოეწურა. ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ამ კომისიის…

Read More
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი-სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების 16 პუნქტზე შეთანხმდნენ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი-სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების 16 პუნქტზე შეთანხმდნენ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის დამყარების შესახებ შეთანხმების მიღწევის ზღვარზე არიან. „მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმების მიღწევის ზღვარზე არიან. იმ კონტექსტში, როდესაც სამშვიდობო პროცესი თვეების წინ სერიოზულად დაიწყო, აზერბაიჯანს სურდა ჩვენი შეთანხმება 5 საერთაშორისოდ აღიარებულ პუნქტზე. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ მივაღწიეთ…

Read More
შტორმის გამო ქერჩის სრუტეში ორი ტანკერი ჩაიძირა

შტორმის გამო ქერჩის სრუტეში ორი ტანკერი ჩაიძირა

რუსეთსა და ყირიმს შორის ქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერი „ვოლგონეფტი 212“ და „ვოლგონეფტი 239“ ჩაიძირა. ორ მათგანს ეკიპაჟის 13 და 14 წევრი ჰყავდა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. განახლებული მონაცემებით, ავარიულ ტანკერებში დაახლოებით 9,2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი იყო, იუწყება რია ნოვოსტი. Rosmorrechflot-მა ასევე განმარტა, რომ ავარია შავ ზღვაში მოხდა შტორმის გამო, რასაც ნავთობის გაჟონვა მოჰყვა და…

Read More
ახალქალაქი-კარწახის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Read More
უკანონო ნადირობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში

უკანონო ნადირობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე წყაროს ცნობით, ყველაზე მეტი შემთხვევა – 64 – სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. სულ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 215 შემთხვევა დაფიქსირდა. „გამოვლენილი დარღვევებიდან 200 არის აკრძალული იარაღის ან მეთოდებით ნადირობის ფაქტი. სამართალდამრღვევებმა 15 შემთხვევაში ნადირობდნენ გადამფრენი ფრინველების გარემოდან გატანის საფასურის…

Read More
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 1-ელ მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „რეგისტრაციის დაწყებამდე გამოსაცდელები უნდა გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ კრებულს – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“. კრებულში მოცემულია 2022…

Read More
ჯო უილსონი – სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ომის დამნაშავე პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის – რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია, როგორც არასდროს, მშვიდობიანი და აყვავებული იქნება

ჯო უილსონი – სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ომის დამნაშავე პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის – რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია, როგორც არასდროს, მშვიდობიანი და აყვავებული იქნება

სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის, რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია როგორც არასდროს მშვიდობიანი და აყვავებული იქნება. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მივესალმები აშშ-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობას. სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ომის დამნაშავე პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის. რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია როგორც…

Read More
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები…

Read More
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 4 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. კონკურსი, ლიბერთი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით მერვედ ტარდება და საუკეთესო ათეულის წევრებს ლიბერთი ბანკი ტრადიციულად წელსაც დააჯილდოებს. 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, არიან: გიორგი ლიპარიშვილი – თბილისი სმე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო…

Read More
ამირან გამყრელიძე – დაღმავალ ფერდზე მივდივართ – ეპიდვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება

ამირან გამყრელიძე – დაღმავალ ფერდზე მივდივართ – ეპიდვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება

დაღმავალ ფერდზე მივდივართ – ეპიდვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, უმჯობესდება ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა. „ომიკრონის“ ტალღის პიკმა გადაიარა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი, თებერვლის მეორე ნახევრიდან მცირდება, მარტში უფრო შესამჩნევია. ჩვენ მივდივართ დაღმავალ ფერდზე. ჯერ ზღურბლოვან მაჩვენებელს…

Read More
იგეგმება საბავშვო ბაღის მოწყობა ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე – ტენდერი ნინოწმინდაში

იგეგმება საბავშვო ბაღის მოწყობა ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე – ტენდერი ნინოწმინდაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კულალისში ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის მოწყობა იგეგმება, მეორეზე კი სკოლის. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე უკვე გამოცხადდა ტენდერი 120 ათასი ლარის ოდენობით. ნინოწმინდის მერის მოადგილე არმენ ბდოიანმა აღნიშნა, რომ გამარჯვებული კომპანია მხოლოდ ფართის მოწყობაზეა პასუხისმგებელი, ავეჯზე კი ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება. სატენდერო საბუთების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის ახალი ნავსადგურის გახსნაზე – უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, ინვესტიცია 93 მლნ  დოლარს შეადგენს, რაც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონამდე გაიზრდება

ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის ახალი ნავსადგურის გახსნაზე – უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, ინვესტიცია 93 მლნ  დოლარს შეადგენს, რაც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონამდე გაიზრდება

დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია „პეისის” მხრიდან 2020 წლიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. „ ჩემთვის დიდი…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს

ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს. „ინტერპრესნიუსი“ წერილს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და…

Read More
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარი მომდევნო წლიდან დაწესდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარი მომდევნო წლიდან დაწესდება

2023 წლის დასაწყისიდან, კონკრეტულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური განმარტავს, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი…

Read More
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამის ფესტივალი იწყება

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამის ფესტივალი იწყება

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ნაციონალური დრამის მე-7 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალი 15 მაისს დაიწყება და 2 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მსახიობები მიიღებენ. ფესტივალი  „თავისუფალი თეატრი“ სპექტაკლით გაიხსნება.

Read More
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მთიანი ყარაბაღის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მთიანი ყარაბაღის შესახებ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის დავალებით ვამზადებთ ღრმა, ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე ანგარიშს იმის შესახებ, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ ამ დღეებში, არამედ წინა თვეებშიც. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს მდივნის მოადგილემ ჯეიმს ო’ბრაიენმა დღეს, 15 ნოემბერს, მთიანი ყარაბაღის საკითხზე მიძღვნილ მოსმენებზე განაცხადა.

Read More
სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა თავისი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის დარჩენილ ორ მუხლთან დაკავშირებით

სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა თავისი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის დარჩენილ ორ მუხლთან დაკავშირებით

სომხეთმა აზერბაიჯანს თავისი წინადადებები გადაუგზავნა სამშვიდობო ხელშეკრულების დარჩენილ ორ მუხლთან დაკავშირებით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული ასამბლეის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა. „ორშაბათს ჩვენ აზერბაიჯანს გადავუგზავნეთ ჩვენი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების დარჩენილ 2 მუხლზე“, – თქვა მან. 5 ნოემბერს სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანული მხარის კონტრწინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შესახებ (პროექტის მე-11 გამოცემა).

Read More
მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ცენტრაული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის,…

Read More
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ხანძრების პრევენციის მიმართულებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გაძლიერებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური ანძა და კამერები დამონტაჟდება, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავდება, რაც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის…

Read More
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედიაციის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედიაციის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განიხილავს მის სურვილს იმოქმედოს როგორც შუამავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოებაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოივო კლაარმა პირველ ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას”, – თქვა კლაარმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ ერთად იმუშაოს და ხელი შეუწყოს მშვიდობას. ძალიან…

Read More
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეს ნამდვილად აღსანიშნავი დღეა საქართველოსთვის – ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეს ნამდვილად აღსანიშნავი დღეა საქართველოსთვის – ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად

პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის,- ამის შესახებ ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. „პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მიენიჭა ქვეყანას. ხშირად, როდესაც ვანიჭებთ, ან…

Read More
პანდემიას ასრულებ შენ — საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

პანდემიას ასრულებ შენ — საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველთა რაოდენობა შემცირებულია. შემცირებული ვაქცინაციის  პროცესის ფონზე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საინფორმაციო კამპანია და ღონისძიება იმართება. ამ შინაარსის შეხვედრა გაიმართა ახალციხეშიც, სადაც ვიზიტორებს ვაქცინაციის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღების გარდა, სხვადასხვა აქტივობებსა და მარათონებშიც შეეძლოთ მონაწილეობა, რის შემდეგაც წამახალისებელი საჩუქრები მიიღეს. აქტივობა იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის  ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით…

Read More
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. ამ მიზნით კი, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ახალი სსიპ-ი – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ჩამოყალიბდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებსა და ზონებში…

Read More
ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე პროცესს ადგილზე კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია „გუჯარულასა“ და „სადგერის“ სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია,…

Read More