სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი – სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი – სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია

ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის. მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა…

Read More
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგოს გერაპეტრიტის  განცხადება სომხეთში ოფიციალური ვიზიტის  შემდეგ

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგოს გერაპეტრიტის განცხადება სომხეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგოს გერაპეტრიტისმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა საბერძნეთის საზოგადოებრივ ტელეარხ ERT-სა და ჟურნალისტ კატერინა ფრისესთან. ამის შესახებ საბერძნეთში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში განაცხადეს. „დღეს მქონდა საშუალება მეწვია სომხეთს და შევხვედროდი პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს. პარალელურად ერევანში საბერძნეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ვესტუმრე. საბერძნეთს აქვს ისტორიული კავშირები სომხეთთან, კავშირები…

Read More
ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე,ზაზა ვაშაყმაძე, დანიის სამეფოს დანიშნულ ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ დანიის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ზაზა ვაშაყმაძემ დანიელ დიპლომატს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, მისი პროექტებისა და…

Read More
გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

8 სექტემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე­ შალვა პაპუაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. „სრული რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში,…

Read More
ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე პროცესს ადგილზე კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია „გუჯარულასა“ და „სადგერის“ სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია,…

Read More
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედიაციის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედიაციის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განიხილავს მის სურვილს იმოქმედოს როგორც შუამავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოებაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოივო კლაარმა პირველ ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას”, – თქვა კლაარმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ ერთად იმუშაოს და ხელი შეუწყოს მშვიდობას. ძალიან…

Read More
პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა. ოქროჯანაშვილი გასულ წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ. პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე იყო. კვინიკაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

Read More
საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანას ბიუჯეტის გარეშე ფუნქციონირების საშუალებას აძლევს

საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანას ბიუჯეტის გარეშე ფუნქციონირების საშუალებას აძლევს

საფრანგეთის სენატმა ოთხშაბათს ერთხმად დაუჭირა მხარი საგანგებო კანონის მიღებას, რომელიც ქვეყანას ბიუჯეტის გარეშე ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. სპეციალური კანონმდებლობა საშუალებას მისცემს აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაიხადოს საოპერაციო ხარჯები, დააწესოს გადასახადები და ისესხოს ფული მთავრობისა და სოციალური უზრუნველყოფის დასაფინანსებლად. ამგვარად, საფრანგეთს არ შეექმნება ამერიკული სტილის გამორთვა, არასასურველი სამთავრობო უწყებების დახურვით და ასობით ათასი მუშაკის გათავისუფლებით. ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი…

Read More
არსებობს სერიოზული შიში, რომ დღესაც აზერბაიჯანს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრი

არსებობს სერიოზული შიში, რომ დღესაც აზერბაიჯანს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრი

დღეს სომხეთს სერიოზული შიში აქვს, რომ აზერბაიჯანს ჯერ კიდევ აქვს ამბიციები და ტერიტორიული პრეტენზიები. ამის შესახებ   გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. მინისტრმა შეახსენა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი რამდენჯერმე შეიჭრა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე. „სამწუხაროდ, დღესაც არის სერიოზული შიში, რომ მეზობელ…

Read More
ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, ახალი როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული საპარლამენტო ფორმატების…

Read More
ოთარ შამუგიას განცხადებით, ტყეებში და დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის დროს, შესაძლებლობის ფარგლებში, მზად არიან სწრაფად მოახდინონ რეაგირება

ოთარ შამუგიას განცხადებით, ტყეებში და დაცულ ტერიტორიებზე ხანძრის დროს, შესაძლებლობის ფარგლებში, მზად არიან სწრაფად მოახდინონ რეაგირება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ შამუგიას განცხადებით, სამინისტრო მზად არის ტყეებში და დაცულ ტერიტორიებზე ხანძრების პრევენცია მოახდინოს. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ოთარ შამუგია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის, მინისტრმა…

Read More
ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Read More
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მორიგი მედიასემინარი გაიმართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული სწავლება რენტგენო ინსპექტირების მწარმოებელი კომპანია NUCTECH -ის მხარდაჭერით განხორციელდა. სემინარი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაზა თაბაგარმა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ. მათ მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2023…

Read More
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. ამ მიზნით კი, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ახალი სსიპ-ი – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ჩამოყალიბდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებსა და ზონებში…

Read More
სომხეთის რესპუბლიკისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი დღის წესრიგი და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი დღის წესრიგი და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 14 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სეიდ აბას არაგჩისთან. მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგი და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები განიხილეს. მინიშნება გაკეთდა მომავალ მოვლენებზე.

Read More
2021 წელი აგვისტოდან სომხეთს მთიან ყარაბაღში არ ჰყავს ჯარი – ფაშინიანი

2021 წელი აგვისტოდან სომხეთს მთიან ყარაბაღში არ ჰყავს ჯარი – ფაშინიანი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, მთიან ყარაბაღში არმია არ გვყოლია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენებზე პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. „ცოტა ხნის წინ მთიანი ყარაბაღის  ოფიციალური საინფორმაციო გვერდებიდან შევიტყვეთ, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სომხეთი არ მონაწილეობდა ამ ტექსტის…

Read More
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციის წევრები: თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ, წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს…

Read More
ნატოსა და რუსეთს შორის ომი მსოფლიო აპოკალიფსი იქნება: ილჰამ ალიევი

ნატოსა და რუსეთს შორის ომი მსოფლიო აპოკალიფსი იქნება: ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა VGTRK-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს ექნებათ საკმარისი „პოლიტიკური სიბრძნე“ რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. „ვფიქრობ, რომ ვაშინგტონში და მოსკოვში, ისევე როგორც სხვა დედაქალაქებში არის საკმარისი პოლიტიკური სიბრძნე, რომ ასეთი კოშმარული სცენარი არ განხორციელდეს“, – ციტირებს რია ნოვოსტი. ალიევმა ასევე შეადარა სცენარი, რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და…

Read More
საქართველოში ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა

საქართველოში ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 18 დეკემბერს ჩამოვიდა, იტყობინება ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი. ვიზიტის ფარგლებში გენერალურ მდივანს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები ახლდებიან. „ვიზიტი მიმდინარეობს პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის ფონზე, პოლიტიკური დისკურსის უკიდურესი პოლარიზაციისა და ბოლო კვირების განმავლობაში ძალადობის ინციდენტების ფონზე. ვიზიტის მიზანია…

Read More
ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ – ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ – ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება

ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ – ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. ქადაგიშვილის შეფასებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი მოკლე პერიოდი არ იქნება, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო. “ევროკავშირის მაღალ სტანდარტებთან ბევრი სფეროს მისადაგება მოგვიწევს. აქედან გამომდინარე, საგნობრივი…

Read More
თბილისმა ერევანსა და ბაქოს სამმხრივი თანამშრომლობის წინადადება წარუდგინა

თბილისმა ერევანსა და ბაქოს სამმხრივი თანამშრომლობის წინადადება წარუდგინა

საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს სამმხრივ თანამშრომლობის ინიციატივას სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებგვერდი ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. “ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული რეგიონში კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით და თანამშრომლობის ხელშეწყობით. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივ თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროში”, – აღნიშნა…

Read More
საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, 14-16 იანვარს საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით ეწვევიან, – ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს. „ვიზიტის მიზანია შეაფასოს, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს, შესაბამისობა მის ვალდებულებებსა და მოვალეობებთან, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში….

Read More
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ახალ რწმუნებლად ზაალ გელაშვილი დაინიშნა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ახალ რწმუნებლად ზაალ გელაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა. ზაალ გელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. იგი დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო. ზაალ გელაშვილი ასევე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

Read More
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დემარკაციის პროცესი ახალი ნაბიჯია მშვიდობის გზაზე. მეჰდი სობჰანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დემარკაციის პროცესი ახალი ნაბიჯია მშვიდობის გზაზე. მეჰდი სობჰანი

ირანს მიაჩნია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი ახალი ნაბიჯია და ამ პროცესის საფუძვლად ალმა-ატას დეკლარაცია და საერთაშორისო რეგულაციები იქნა მიღებული დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო რეგულაციების და ალმა-ატას დეკლარაციის შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფას. ,, საზღვარი სომხეთსა და ირანს შორის ძალიან მკაფიოა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები საერთაშორისოდ…

Read More
გიორგი ამილახვარი – იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა – ეს სწორად არ მიმაჩნია

გიორგი ამილახვარი – იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა – ეს სწორად არ მიმაჩნია

იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა. ეს სწორად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, გამოწვევებია მეთორმეტე კლასში, მათ შორის, საგნობრივ ბადეშიც. „რაც შეეხება 11 კლასს, ალბათ, არ ღირს…

Read More
ახალქალაქში  მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა

ახალქალაქში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტ-სკოლის დარბაზში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა. ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები მონაწილეობდნენ: ორი ასაკობრივი ჯგუფის 60-ზე მეტი ბიჭი და ოთხი გოგონა ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან. შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრები და სიგელები მიიღეს.

Read More
კობა გვენეტაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

კობა გვენეტაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, რისკები, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული ვითარება – ეს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი თემა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვითარება გააცნო, ესაუბრა მთავარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლებიც კოვიდ-პანდემიის შედეგად მსოფლიოში…

Read More
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“, რომელიც გმობს სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას მთიან ყარაბაღში და ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანს დაიცვას მთიანი ყარაბაღის კულტურული მემკვიდრეობა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 635-მა დეპუტატმა , 2 წინააღმდეგი იყო, 42-მა კი თავი შეიკავა.

Read More
ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს, ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს. ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში…

Read More
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. “დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი…

Read More