
შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემომტანი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს/წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის აღსრულება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კვლავ ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც დარღვეულია დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის ვადები და შეუსრულებელია საგადასახადო ვალდებულებები. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს…