Headlines

,,ვარდატონის” ღონისძიება თბილისში

,,ვარდატონის”  ღონისძიება  თბილისში

18 მაისს, თბილისის გული, მეიდანის, სიყვარულის, მეხსიერებისა და კულტურის ზეიმად გადაიქცა. ,,ვარდატონის”  111-ე წლისთავი აღინიშნა.

სადღესასწაულო დღე წმინდა გევორგის ეკლესიაში ლიტურგიით დაიწყო, სადაც ხალხმა დიდი აშუღ საიათ-ნოვა გაიხსენა, რასაც მოჰყვა პანაშვიდი დიდი აშუღის საფლავთან. როდესაც ეკლესიის ზარები შეწყდა, ქალაქი სიმღერებითა და კულტურული ხმებით აივსო და ღია ცის ქვეშ კონცერტი დაიწყო.

სადღესასწაულო კონცერტზე მრავალი შემსრულებელი მონაწილეობდა. სცენაზე შესრულდა მავრ მკრტჩიანის, ალიკ ქსპოიანის და სხვა მომღერლების წარმოდგენები. სპეციალურ სტუმრებს შორის ასევე იყო საყვარელი მომღერალი ჰარუთ პამბუკჩიანი. სადღესასწაულო ატმოსფეროს ავსებდნენ სომხური და ქართული საცეკვაო ჯგუფები თავიანთი ფერადი და მომხიბვლელი წარმოდგენებით. მათ წარმოადგინეს ორი ხალხის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ხაზი გაუსვეს ,,ვარდატონის”, როგორც სომხურ-ქართული მეგობრობის სიმბოლოს მნიშვნელობას.

,,ვარდატონი” არა მხოლოდ ხსოვნის დღეა, არამედ კულტურული ხიდიცაა, რომელიც თაობებს საიათ ნოვას ხელოვნების გარშემო აერთიანებს. დღეს თბილისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საიათნოვას სიმღერა და სული ცოცხალია, ადამიანების გულებში ცოცხლობს.

,,ვარდატონის” ღონისძიებაზე  მონაწილეობა მიიღესასევე  ახალციხის საცეკვაო ანსამბლებიც.

ღონისძიების ორგანიზება განხორციელდა თბილისის მერიისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.