სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას სურს სომხეთი ევროკავშირში 2024 წელს გაწევრიანდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტის ფარგლებში გამართული „ფრონტლაინიდან“ განაცხადა.
დისკუსიის დროს თემაზე: „ფრონტიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა“. დისკუსიის მოდერატორმა ჰკითხა პრემიერ-მინისტრს, რომელ წელს ისურვებდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.
,,რომელ წელს, ამ წელს”,- თქვა პრემიერმა ფაშინიანმა.