სომხეთისთვის მისაღებია ევროკავშირის წინადადება შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანთან 1991 წელს არსებული საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე გაყვანის შესახებ

სომხეთისთვის მისაღებია ევროკავშირის წინადადება შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანთან 1991 წელს არსებული საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე გაყვანის შესახებ

ირანი მიესალმება ევროკავშირის განცხადებას აზერბაიჯანთან 1991 წლის საზღვრის პატივისცემის შესახებ და მზად არის გადავიდეს შეიარაღებული ძალების ამ საზღვრიდან უსაფრთხო მანძილზე გაყვანის გადაწყვეტაზე, როგორც ამას ევროკავშირი გვთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შესავალ სიტყვაში განაცხადა. „სასაზღვრო სიტუაციის პოლიტიკური შეფასების კუთხით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ წინა დღეს გავრცელებული გზავნილი, სადაც ხაზგასმულია 1991 წლის სასაზღვრო ხაზი….

Read More
თავდაცვის სამინისტრო – ახალი კოდექსით, წვევამდელთა სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტრო – ახალი კოდექსით, წვევამდელთა სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ცალკეული ტელევიზიების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული შეიცავს დეზინფორმაციას და ზოგადად, კოდექსის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას. „კერძოდ, საქმე ეხება განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლს. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის ერთჯერადად…

Read More
აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროების ნათესავებმა საქართველოსთან საზღვარი გადაკეტეს

აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროების ნათესავებმა საქართველოსთან საზღვარი გადაკეტეს

აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სამხედროების ნათესავებმა სომხეთში საქართველოსთან საზღვარი გადაკეტეს. ტყვეობაში მყოფი სამხედროების ნათესავებმა საბაჟო პუნტქ “ბავრამდე” მიმავალი გზა ჩაკეტეს, ჟურნალისტებთან საუბარში დემონსტრანტებმა აღნიშნეს, რომ მათი ნათესავები ტყვეობაში უკვე 860 დღე იმყოფებიან. “ვითხოვთ ჩვენს ბავშვებს. მთელი ეს დრო გვატყუებდნენ, მეტი შეუძლებელია”, – აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოცემასთან საუბარში. ბაქოს მიერ  ცნობებით, აზერბაიჯანის ციხეებში 38 სომეხი ტყვე იმყოფება….

Read More
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაიწყო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაიწყო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, სამწლიანი პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და ხორციელდება კონსორციუმის მეშვეობით, რომელშიც საქართველოს…

Read More
ირაკლი ქარსელაძე-სომეხ კოლეგასთან ხელმოწერილი მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას გააღრმავებს

ირაკლი ქარსელაძე-სომეხ კოლეგასთან ხელმოწერილი მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას გააღრმავებს

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის ის ასპექტები მიმოვიხილეთ, რომელიც როგორც რეგიონულ და ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება, ასევე შემდგომ ურთიერთთანამშრომლობას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, გნელ სანოსიანთან მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელი შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ,,მემორანდუმი…

Read More
პოლონეთი სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლების ჩართულობის გაფართოებას გეგმავს

პოლონეთი სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლების ჩართულობის გაფართოებას გეგმავს

3 აპრილს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა მიიღო დელეგაცია პოლონეთ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის რადოსლავ ფოგიელის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ     სომხეთის ეროვნული კრების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტიდან ოუწყებიან. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიური განვითარება დაფიქსირდა. სომხეთის პარლამენტის სპიკერმა  აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფორმატია სომხეთ-პოლონეთის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, რაც ხაზი გაუსვა ორი პარლამენტის მეგობარ…

Read More
პრემიერ-მინისტრმა  მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისთვის მეორე სამიტის გახსნაში

პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისთვის მეორე სამიტის გახსნაში

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს დემოკრატიისთვის მეორე სამიტის ოფიციალური გახსნის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივით ონლაინ ფორმატში იმართება. ამის შესახებ  სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში იუწყებიან. დემოკრატიის მეორე სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიების თანამასპინძელი ქვეყნები არიან ამერიკის…

Read More
29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება

29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება

29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს. „30 მარტიდან 2…

Read More
ნატოს ყოფილი გენერალური  მდივანი აფრთხილებს   აზერბაიჯანის მიერ არცახში ეთნიკური წმენდის საფრთხის შესახებ

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი აფრთხილებს აზერბაიჯანის მიერ არცახში ეთნიკური წმენდის საფრთხის შესახებ

აშკარად არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის პროვოცირებას ახდენს და მეზობელ სომხეთს კვლავ სამხედრო აგრესიით ემუქრება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც “პროექტ სინდიკატის” ვებგვერდზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე, მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე და რეგიონში მოვლენების განვითარებაზე. „რადგან რუსეთს არ შეუძლია ან…

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები….

Read More
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამუშაო ლანჩი ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური მიიწვიეს. “შეხვედრაზე განხილულ იქნა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს. საუბარი შეეხო პარლამენტისა და მთავრობის მიერ შესრულებულ 12 რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განისაზღვრა. ასევე, შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული…

Read More
ჯანდაცვის მინისტრი – რეფერენტული ფასების ფარგლებში უნდა ხდებოდეს მედიკამენტების გაყიდვა, სხვადასხვა მექანიზმით მოვახდენთ გაკონტროლებას – მოგვიწევს დაჯარიმება და შესაბამისი გაფრთხილების გაცემა

ჯანდაცვის მინისტრი – რეფერენტული ფასების ფარგლებში უნდა ხდებოდეს მედიკამენტების გაყიდვა, სხვადასხვა მექანიზმით მოვახდენთ გაკონტროლებას – მოგვიწევს დაჯარიმება და შესაბამისი გაფრთხილების გაცემა

რეფერენტული ფასები ჯამში 1100 მედიკამენტზე ვრცელდება და ამან საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გააიაფა მედიკამენტები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული დროის შემდეგ, რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე გავრცელდება. „პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები განვსაზღვრეთ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. 300 მედიკამენტზე, რომელიც ახლა შევიდა ძალაში და იყო პირველ ეტაპზე განსაზღვრული, სხვადასხვა…

Read More
მინაძეში სპორტული მოედნის აშენება იგეგმება

მინაძეში სპორტული მოედნის აშენება იგეგმება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში უნდა აშენდეს სპორტული მოედანი  450 კვ. , რისთვისაც მერია 90 ათას ლარამდე დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია სპორტული მოედნის აშენება და საფეხბურთო და საკალათბურთო კარებითა და განათებით აღჭურვა. მერიიდან გვამცნობენ, რომ ამისთვის თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. შემოთავაზებები მიიღება 24-27 მარტს. აქ,…

Read More
სოფლის განვითარების სააგენტომ ახალქალაქის ფერმერებს სახელმწიფო პროგრამა წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ ახალქალაქის ფერმერებს სახელმწიფო პროგრამა წარუდგინა

დღეს, 14 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც  განხილულ იქნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრების შეკითხვები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  შესყიდვისა და დაფინანსების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება, თუმცა მონაწილეობა მხოლოდ კოოპერატივებს შეუძლიათ. როგორც მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენლებს, ახალქალაქში ბენეფიციარებს შეუძლიათ შექმნან კოოპერატივი 5 წევრისგან და საერთო მიწის ფართობი უნდა იყოს…

Read More
ლევან დავითაშვილი – ბევრმა ორგანიზაციამ ფასების კლება დაიწყო, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე აქციები მიმდინარეობდა – იმედი გვაქვს, მარტში ინფლაცია კიდევ დაიწევს

ლევან დავითაშვილი – ბევრმა ორგანიზაციამ ფასების კლება დაიწყო, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე აქციები მიმდინარეობდა – იმედი გვაქვს, მარტში ინფლაცია კიდევ დაიწევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე ფასების კლება დაიწყო. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, იმპორტიორებსა და ე.წ. რითეილერებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად, უწყებაში კანონმდებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს. „სასურსათო პროდუქტების ფასების დაკლებაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართული არიან დარგის ასოციაციები, ეს არის იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია, ეს არის მათ…

Read More
პრემიერ-მინისტრი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მრავალმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ. განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ კუთხით სამომავლო ურთიერთობების გაფართოების…

Read More
სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია საქართველოში გაემგზავრა. ხელი მოეწერება მთელ რიგ მემორანდუმს

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია საქართველოში გაემგზავრა. ხელი მოეწერება მთელ რიგ მემორანდუმს

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის ჟანა ანდრეასიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა, რათა განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობა და საერთო ინტერესის რიგი საკითხები. დელეგაციაში შედიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი, უნივერსიტეტის რექტორი ჰოვანეს ჰოვანნისიანი, ერევნის ვ. პეტროსიანის სახელობის 51-ე დაწყებითი სკოლის დირექტორი ლუსინე ღასაბოღლიანი. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში…

Read More
სომხეთის მთავრობამ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ დღევანდელი სხდომაზე   დაამტკიცა 2023 წლის 12 იანვარს ხელმოწერილ „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტს.  შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს მთავრობის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი „სომხეთისა და საქართველოს შორის ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის …

Read More
პრეზიდენტი გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს

პრეზიდენტი გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, -აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

Read More
პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი შეეხნენ რეგიონულ საკითხებს

პრეზიდენტი და საქართველოს ელჩი შეეხნენ რეგიონულ საკითხებს

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს რწმუნებათა სიგელები გადასცა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ.  მიესალმა რა ახლად დანიშნულ ელჩს, პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიულოცა მას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა დიპლომატიური მისიის განხორციელებაში. „მოხარულები ვართ თქვენი დანიშვნის გამო. სომხურ-ქართული ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მიმაჩნია, რომ ჩვენი ორი ქვეყნის თითოეული ოფიციალური პირისთვის…

Read More
დანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ახალ პროგრამას იწყებენ

დანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ახალ პროგრამას იწყებენ

დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყების ინფორმაციის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან ერთად განიხილა, რომელმაც ლელა ჩიქოვანს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი წარუდგინა. ლელა ჩიქოვანმა დანიურ მხარეს ურყევი…

Read More
64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს

64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს

64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე, არ აპირებს ამ იარლიყით მუშაობას და აცხადებს, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს. მედიასაშუალებების ერთობლივი განცხადება პარლამენტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა მარიამ გოგოსაშვილმა გაახმოვანა. “პირველ რიგში აღვნიშნავ იმ პრობლემების შესახებ, რაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეექმნათ პარლამენტში შემოსვლის დროს – სრულად ყველას არ მიეცა საშუალება გაეპროტესტებინა ეს კანონი. 62- მა…

Read More
საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის საქმეზე დროებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის საქმეზე დროებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის საქმეზე დროებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ეს სავალდებულო სამართლებრივი წესრიგი განხორციელდეს და აზერბაიჯანმა უზრუნველყოს ადამიანების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

Read More
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატორებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი. „აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული…

Read More
სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ საკუთარი წინადადებების პროექტი გაუგზავნა

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ საკუთარი წინადადებების პროექტი გაუგზავნა

სომხეთმა დაასრულა მუშაობა და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა თავისი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, წინადადებები ასევე გადაეგზავნა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, აშშ-ს, საფრანგეთსა და რუსეთს. „გუშინ სომხეთის რესპუბლიკამ დაასრულა მუშაობა აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარებისა შესახებ შეთანხმების მომდევნო ეტაპზე და ჩვენი წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადაეგზავნა. წინადადებებში ვგულისხმობთ დოკუმენტის…

Read More
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა, 15 მარტიდან კი ეს ოდენობა ჯამში 1200 მედიკამენტი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა, 15 მარტიდან კი ეს ოდენობა ჯამში 1200 მედიკამენტი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდა, 15 მარტიდან კი ეს ოდენობა ჯამში 1200 მედიკამენტი იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „გასულ წელს დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციების შემოტანა და რეფერენტული ფასების პირველი ეტაპი, რომელიც იანვარშია გამოქვეყნებული, დღეიდან ამოქმედდა. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს გამოქვეყნებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე…

Read More
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში გაემგზავრება

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში გაემგზავრება

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში 15 თებერვალს გაემგზავრება.  ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ვაჰან ჰუნანიანი წერს. თურქეთში მინისტრი მირზოიანი შეხვდება საქართველოს სამაშველო ჯგუფს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს. ვიზიტის ფარგლებში ანკარაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის…

Read More
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედიაციის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედიაციის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განიხილავს მის სურვილს იმოქმედოს როგორც შუამავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოებაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოივო კლაარმა პირველ ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას”, – თქვა კლაარმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ ერთად იმუშაოს და ხელი შეუწყოს მშვიდობას. ძალიან…

Read More
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ. ამ საკითხზე პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიერ მედიისთვის აკრედიტაციების დაწესება რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. შალვა პაპუაშვილის თქმითვე, დაწესებულ რეგულაციებს საფუძვლად ორი პრინციპი უდევს – მედიის მიერ საზოგადოების ინფორმირების საჭიროება და პარლამენტში სამუშაო გარემოს…

Read More
ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზების მონაკვეთებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზების მონაკვეთებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (თოვლი, ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთსა და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Read More