თურქული წარმოების, იაფი წამლებიდან „ფარმადეპოში“ 32 დასახელების, „ავერსში“ – 8 სახეობის, „პსპ“-სა და „ფარმსახლში“ კი ამ ეტაპზე თითო დასახელების მედიკამენტი იყიდება
თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. აქედან, ყველაზე მეტი, 32 დასახელების მედიკამენტი „ფარმადეპოს“ ქსელში იყიდება. 8 დასახელების მედიკამენტი აქვს „ავერსს“, ხოლო ჯერჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი — „პსპ“-ს და „ფარმსახლს“. მედიკამენტების გაყიდვაში გაშვებას უახლოეს დღეებში გეგმავს „იმპექსიც“. როგორც აღნიშნულ სააფთიაქო ქსელებში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მედიკამენტების რაოდენობის ზრდა, ასევე სააფთიაქო ქსელების…
