15 აპრილს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავს მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში საარქივო ფოტომასალების გამოფენა გაიმართა. „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე ფართე საზოგადოებას წარედგინა სომეხთა გენოციდის ფაქტის ამსახველი საარქივო ათობით ფოტოსურათი.
ფოტოგამოფენის გამართვის ადგილი უეცრად არ იყო შერჩეული. ათეულობით წლის განმავლობაში საქართველოს სომეხთა სათვისტომო მიმართავს ქვეყნის ხელისუფლებას დაგმოს 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ფაქტი. თუმცა, საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი მიმართვების მიუხედავად მთავრობა და პარლამენტი ამ საკითხთან მიმართებაში დღემდე ინარჩუნებს დუმილს.
1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ფაქტი მოწინავე სახელმწიფოების უმრავლესობისა და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის დაგმობილი. 2015 წელს ევროპის პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, მოუწოდებს ევროპული სახელმწიფოების პარლამენტებს დაგმონ სომეხთა გენოციდის ფაქტი.
armenian-community.ge