ირანი მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ირანი მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მაჯიდ ტახტ რავანჩი დარწმუნებულია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ადრეული ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის.

Region Monitor-თან ინტერვიუში რავანჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი, როგორც კეთილმეზობლური ურთიერთობების მქონე ქვეყანა, მზადაა მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას.

„წარსული წარსულია. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომავალზე. დოკუმენტი მზად არის და რაც უფრო მალე მოეწერება, მით უკეთესი. ირანი, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს შეთანხმების ხელმოწერას”, — განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო შეტაკებების გვერდი დაიხურება.

რავანჩის მიხედვით, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რეგიონის სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ მომავალი თაობებისთვის მშვიდობიანი მომავლის ასაშენებლად.