სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს, 14 აპრილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილთან.
მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამასთან, შეთანხმებული იქნა სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების ხელმძღვანელების შეხვედრის საკითხიც.